საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1635

ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 19:44:00

შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გიგანტური პლანეტა, რომელიც პლანეტათა ფორმაციის თეორიის მიხედვით, საერთოდაც არ უნდა არსებობდეს. კვლევა უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში. 

მონსტრი პლანეტა NGTS-1b-ის არსებობა ეჭვქვეშ აყენებს პლანეტათა ფორმაციის ამჟამინდელ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ასეთი პატარა ვარსკვლავის გარშემო ამ ზომის პლანეტის წარმოქმნა შეუძლებელი უნდა იყოს. თუკი ამ თეორიებს დავუჯერებთ, პატარა ვარსკვლავებს ადვილად შეუძლიათ კლდოვანი პლანეტების წარმოქმნა, მაგრამ ვერ ახერხებენ იუპიტერის ზომის პლანეტათა გაჩენისთვის საჭირო მასალის შეგროვებას. 

თუმცა, ფაქტია, რომ NGTS-1b გაზის გიგანტია; ზომისა და ტემპერატურიდან გამომდინარე, არის „ცხელი იუპიტერი“ — პლანეტათა კლასი, რომლებიც იუპიტერის ზომისაა, მაგრამ აქვთ მასზე დაახლოებით 20%-ით ნაკლები მასა. იუპიტერისგან განსხვავებით, NGTS-1b ძალიან ახლოსაა თავის დედავარსკვლავთან — მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის მხოლოდ 3%; ორბიტაზე ერთ შემოვლას 2,6 დღეს ანდომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ NGTS-1b-ის წელიწადი მხოლოდ დედამიწის 2,5 დღეს გრძელდება. 

„NGTS-1b-ის აღმოჩენა ჩვენთვის სრული სიურპრიზი გამოდგა — ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი პატარა პლანეტების გარშემო ასე მასიური პლანეტების არსებობა შესაძლებელი იყო“,  — ამბობს უორიკის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დანიელ ბეილისი. 

„ეს გახლავთ ჩვენი ახალი ინსტუმენტის — NGTS-ის პირველი აღმოჩენა, რომელიც უკვე ეჭვქვეშ აყენებს პლანეტათა ფორმაციის შესახებ ამჟამად გაბატონებულ თეორიას“.  

„ჩვენი გამოწვევა ახლა უკვე იმის დადგენაა, თუ რამდენადაა გავრცელებული ამ ტიპის პლანეტები გალაქტიკაში; სწორედ ამისათვისაა განკუთვნილი ჩვენი ახალი ინსტრუმენტი NGTS“. 

პლანეტა NGTS-1b მდებარეობს დედამიწიდან 600 სინათლის წლის მანძილზე; დაკვირვებებს აწარმოებდნენ Next-Generation Transit Survey-ს ტელესკოპთა წყებით. 

როგორც წესი, პატარა ვარსკვლავთა გარშემო პლანეტები წარმოიქმნება გაცილებით უფრო ნელა, რადგან ხელმისაწვდომია ცოტა მასალა; სწორედ ამიტომაა ამ გაზის გიგანტის არსებობა თავსატეხი. 

რაც შეეხება თავად დედავარსკვლავს — იგი M-ტიპის ჯუჯაა. არის ძალიან პატარა, აქვს მზის რადიუსისა და მასის დაახლოებით ნახევარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მაინც დიდია პლანეტაზე; მაგალითად, იუპიტერის რადიუსი მზის რადიუსის ერთი-მეათედია. შესაბამისად, NGTS-1b-ის რადიუსი უნდა იყოს თავისი დედა ვარსკვლავის რადიუსის ერთი-მეხუთედი ან ერთი-მეოთხედი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ  M-ტიპის წითელი ჯუჯაა ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული — შეადგენენ ვარსკვლავთა მთლიანი ოდენობის 75%-ს. ეს იმიტომ, რომ ისინი ისე მხურვალედ არ იწვიან, როგორც სხვა ვარსკვლავები, შესაბამისად, მათნაირად სწრაფად არ ამოწურავენ თავიანთ წყალბადს; აქედან გამომდინარე, წარმოუდგენლად დიდია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. 

ის ფაქტი, რომ უჩვეულოდ უზარმაზარი პლანეტა ასე გავრცელებულ ვარსკვლავთან ვიპოვეთ, ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს კიდევ მრავალი ასეთი კომბინაცია. სრულიად შესაძლებელია ისიც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს მათი აღმოჩენისათვის საჭირო ტექნოლოგიები. 

„მიუხედავად იმისა, რომ მონსტრი პლანეტაა, NGTS-1b-ის პოვნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან დედავარსკვლავი პატარა და მკრთალია. პატარა ვარსკვლავები სამყაროში ყველაზე მეტადაა გავრცელებული; შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მრავალი ასეთი გაზის გიგანტი პლანეტა ჯერ კიდევ აღმოჩენას ელოდებოდეს“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი პიტერ ვიტლი. 

„NGTS-ის ტელესკოპთა წყების შექმნაზე დახარჯული ათი წლის შემდეგ, ამაღელვებელია, რომ მისი პირველივე აღმოჩენა პლანეტათა ახალი და უპრეცეედენტო ტიპი გამოდგა. უკვე ვგრძნობ, კიდევ რამდენი ამაღელვებელი პლანეტის აღმოჩენა გველის წინ“. 

ტელესკოპთა წყება NGTS განთავსებულია ჩილეში, ატაკამის უდაბნოში, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის პარანალის ობსერვატორიაში.






მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა
წაკითხვა
აღმოჩენილია ყველაზე ცხელი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა უმეტესობაზე მხურვალეა
აღმოჩენილია ყველაზე ცხელი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა უმეტესობაზე მხურვალეა
მეცნიერებმა იპოვეს ეგზოპლანეტა, რომელიც ყ
წაკითხვა