საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3372

უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 21:19:00

ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა იკვებება რწმენით, რომ უცხოპლანეტელები არაამქვეყნიური, მონსტრი არსებები არიან, რომლებიც ადამიანებისგან ძალიან განსხვავდებიან. თუმცა, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, არამიწიერ მეზობლებთან შესაძლოა იმაზე მეტი საერთო გვქონდეს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. 

International Journal of Astrobiology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პირველად ისტორიაში, აჩვენეს თუ როგორ მოერგებოდა ევოლუციის თეორია უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ პროგნოზებს; ამავე დროს, შეეცადნენ უკეთ გაეგოთ მათი ქცევა. როგორც მათ აჩვენეს, პოტენციურად, უცხოპლანეტელების ფორმებს იგივე პროცესები და მექანიზმები უნდა განსაზღვრავდეს, რაც ადამიანთა შემთხვევაში, მაგალითად, ბუნებრივი გადარჩევა. 

თეორია მხარს უჭერს არგუმენტს, რომ უცხო სიცოცხლეც უნდა გადიოდეს ბუნებრივ გადარჩევას, რომ ისინი ჩვენი მსგავსნი არიან და დროთა განმავლობაში, დახვეწილნი და ძლიერნი ხდებიან. 

„ასტრობიოლოგთა ფუნდამენტური ამოცანაა ფიქრი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი სიცოცხლე. თუმცა, უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ურთულესია. საკვლევად გვაქვს სიცოცხლის ერთადერთი მაგალითი — სიცოცხლე დედამიწაზე. ასტრობიოლოგიის დარგში წარსულში არსებული მოდგომები ძირითადად მექანისტიკური იყო, უცხოპლანეტელების შესახებ პროგნოზების გაკეთებისას მხედველობაში მიიღებოდა მხოლოდ ის, რასაც დედამიწაზე ვხედავთ და რაც ვიცით ქიმიის, გეოლოგიისა და ფიზიკის შესახებ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ზოოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი სემ ლევინი. 

„ჩვენს კვლევაში გთავაზობთ ალტერნატიულ მიდგომას — ევოლუციის თეორიის გამოყენებას დედამიწის დეტალებისგან დამოუკიდებელი პროგნოზების გასაკეთებლად. ეს მიდგომა საკმაოდ გამოსადეგია, რადგან თეორიული პროგნოზები ერგება უცხოპლანეტელებს, რომლებიც მაგალითად, დაფუძნებულნი არიან არა ნახშირბადზე, არამედ სილიციუმზე, არ აქვთ დნმ და სუნთქავენ აზოტს“. 

უცხოპლანეტელთა ბუნებრივი გადარჩევის, როგორც ჩარჩო იდეის გამოყენებით, ჯგუფმა მიმართა არამიწიერ ევოლუციას და შეეცადა გაერკვია თუ რა კომპლექსურობა წარმოიქმნებოდა კოსმოსში.  

სახეობათა კომპლექსურობა დედამიწაზე გარკვეულ მოვლენათა შედეგად წარმოიქმნა, რომლებსაც მთავარ გადასვლებს უწოდებენ. ეს გადასვლები ხდება მაშინ, როცა განცალკევებულ ორგანიზმთა ჯგუფი უფრო მაღალი დონის ორგანიზმად ვითარდება — მაგალითად, როცა უჯრედები მრავალუჯრედიანი ორგანიზმები ხდებიან. როგორც თეორიული, ისე ემპირიული მონაცემები გვთავაზობს, რომ ძირითადი გადასვლებისათვის საჭიროა ექსტრემალური პირობები. 

კვლევა ასევე აკეთებს სფეციფიკურ პროგნოზებს კომპლექსური უცხოპლანეტელების ბიოლოგიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით და გვთავაზობს გარკვეულ შეფასებას იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება ისინი გამოიყურებოდნენ. 

„ჯერ კიდევ არ შეგვიძლია იმის თქმა, დადიან თუ არა უცხოპლანეტელები ორ ფეხზე და აქვთ თუ არა დიდი მწვანე თვალები. მაგრამ გვჯერა, რომ ევოლუციის თეორია უნიკალურ დამატებით ხელსაწყოს გვთავაზობს იმისათვის, რათა გავიგოთ თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ უცხოპლანეტელები“, — ამბობს სემ ლევინი. 

„თუკი უცხოპლანეტელებმა მთავარი გადასვლები განიცადეს, რაც სწორედ ისაა, რამაც დედამიწაზე სახეობათა კომპლექსურობა წამროშვა — შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევოლუციას აქვს პროგნოზირებადობის გარკვეული დონე, რომლის მიხედვითაც, ისინი ჩვენ უნდა გვგავდნენ“. 

„ჩვენი პროგნოზით, ადამიანთა მსგავსად, ისინი წარმოქმნილნი არიან ორგანიზმთა იერარქიით, რომლებიც ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობს, რათა შექმნას უცხოპლანეტელი. ორგანიზმის ყოველ დონეზე, ადგილზე იქნება მექანიზმი, რომელმაც უნდა აღმოფხვრას კონფლიქტი, შეინარჩუნოს თანამშრომლობა და ორგანიზმის ფუნქციონირება. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ამ მექანიზმთა გარკვეული მაგალითებიც კი“. 

„მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, პოტენციურად არსებობს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ასობით ათასი პლანეტა. ჯერ კიდევ არ შეგვიძლია იმის თქმა, ვართ თუ არა მარტონი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით — თუკი მარტონი არ ვართ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ჩვენი მეზობლები“, — აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ზოოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი სემ ლევინი. 





მომზადებულია ox.ac.uk-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა