საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
847

დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 09:45:00

დონალდ ტრამპი ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ემხრობა. როგორც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, მანჰეტენზე რვა ადამიანის მკვლელმა პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის დაკიდება მოითხოვა. 

„ნიუ იორკის ტერორისტი აღტყინებული ითხოვდა პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშას. მან რვა ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა. მას სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ“, - წერს დონალდ ტრამპი. 

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს კონსულტაციებს კონგრესთან, რათა აშშ-ის ვიზების გათამაშების პროგრამა შეწყდეს, რადგან უზბეკეთის მოქალაქე, რომელმაც მანჰეტენზე თავდასხმა მოაწყო, სწორედ ე.წ. მწვანე ბარათით მოხვდა შტატებში. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საიპოვის გუანტანამოს ციხეში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღოს. 

ნიუ იორკის პროკურატურაში უკვე განაცხადეს, რომ 29 წლის საიაფულო საიპოვს სავარაუდოდ სიკვდილით დასჯა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მას ბრალი რვა ადამიანის მკვლელობასა და ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალურ მხარდაჭერაში დასდეს. საიპოვმა დანაშაული არ უარყო და განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებით არის შთაგონებული.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელ
წაკითხვა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემ
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
სირიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. 
წაკითხვა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე თავდასხმა ქალაქ ადენში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული. „ფრანს პრესის“ ცნობით, თავდაპირ
წაკითხვა