საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
693

გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად

გამოქვეყნებულია 2017-11-02 11:23:00

ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. 

„ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპისა და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე. ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია. მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
30 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე  საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზო
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დ
წაკითხვა
სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1
წაკითხვა
4 ოქტომბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი
4 ოქტომბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი
2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემ
წაკითხვა
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. 
წაკითხვა
სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2
წაკითხვა
თბილისის მასშტაბით ჰაერის ხარისხის ახალი მაჩვენებლები ქვეყნდება - რა შედეგი აჩვენა კვლევამ
თბილისის მასშტაბით ჰაერის ხარისხის ახალი მაჩვენებლები ქვეყნდება - რა შედეგი აჩვენა კვლევამ
თბილისის მასშტაბით ჰაერის ხარისხის ახალი მაჩვენებლები ქვეყნდება. <
წაკითხვა
თბილისში საღამოს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
თბილისში საღამოს ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 სექტემბერს,
წაკითხვა