საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
607

თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი

თეონა ხუბულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 11:49:00


როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. 

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება. 

„ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად აღარ არის პატიმრობაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როდის განიხილავს მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი საბჭო
როდის განიხილავს მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი საბჭო
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ელის. როდის განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე
წაკითხვა
რა საკითხებზე ესაუბრა ადვოკატი ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში
რა საკითხებზე ესაუბრა ადვოკატი ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში
შეხვედრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვ
წაკითხვა
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ე.წ მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ხვდება
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ე.წ მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ხვდება
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი ე.წ მატროსოვის ციხეში ერთ საათზე მეტია იმყოფება. საუბარი, სავარაუდოდ, მის ვადამდე ად
წაკითხვა
ოთარ კახიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს
ოთარ კახიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს
საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერ
წაკითხვა
თეა წულუკიანი - Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას
თეა წულუკიანი - Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, Doing Business-ის რეიტინგში საქართ
წაკითხვა
ოთარ კახიძე - სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან თუ სექციის ვერდიქტი ძალაში დარჩა, ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება მოუწევს
ოთარ კახიძე - სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან თუ სექციის ვერდიქტი ძალაში დარჩა, ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება მოუწევს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე არ აკონკრეტებს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვა
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი -  ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები
თამარ ჩუგოშვილი - ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლე
წაკითხვა
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს ი
წაკითხვა