საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
472

გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2017-11-02 12:15:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ.

აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობიან განვითარებაზე.

მხარეებმა ყურადღება არაბეთის ყურეში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმეს. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება დასტაბილურდეს და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხ
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ
წაკითხვა
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე 4 მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წე
წაკითხვა
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ძლიერი აფეთქების ხმა ერ-რიადის აეროპორტთან გაისმა. &
წაკითხვა
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. 
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
 გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრს იუსტი ნინისტოს შეხვდა.
წაკითხვა