საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
463

ეკა ბესელია - მეგის ქარდავას მიმართ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდება

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 12:24:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მეგის ქარდავას ქართული მართლმსაჯულება ელოდება, რადგან მას უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული. 

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ქარდავას მიმართ განსაკუთრებით მძიმეა ბრალდებები, რომელიც ეხება თეთრაძის საქმესა და სამალავებში აღმოჩენილი წამების ამსახველ მასალებს.

"მის მიმართ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდება. გჯერათ, რომ სააკაშვილი ქარდავას არ იცნობდა? შეიძლება, ქვეყანაში ასეთი სისტემური დანაშაული ისე ხდებოდეს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა არ იცოდეს? სააკაშვილისთვის რომელი ვერსია უფრო სჯობს, ის რომ როგორც პრეზიდენტმა არ იცოდა, ქვეყანაში რა ხდებოდა, თუ ის, რომ პოლიტიკური სისტემა იყო, რომლის სათავეშიც თვითონ იდგა? - სააკაშვილი პასუხისმგებლობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აირიდებს", - განაცხადა ბესელიამ.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი  ყოფილ მაღალჩინოსანს
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი,
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა