საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
442

გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 12:34:00


მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ შვიდი ადგილით, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, უმაღლეს ათეულში მოექცა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციას განაპირობებს. მათ შორისაა, ექსპორტის ზრდა 28.5%-ით; ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და საქართველოში 6 მილიონ-ნახევრამდე ტურისტი შემოვიდა; გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა.

„ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4,7%-ს. არის მართლაც ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ აისახება, მაგრამ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ტენდენცია, არის ძალიან ჯანსაღი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. დაგეგმილია უამრავი პროექტი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს; მომავალ წელს, შარშანდელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა თითქმის გაორმაგდება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა აისახება, კერძო სექტორზე, მეწარმეობაზე, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითია 
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითია 
დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გა
წაკითხვა