საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
751

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 12:46:00

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.

ახალი კონსტიტუციური პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელიც მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოამზადა.

ცვლილებები ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან, ცვლილებები ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც.

კერძოდ, მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები - „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, „მართლმსაჯულების განხორციელება“ და აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება. გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

რაც შეეხება, საარჩევნო თემატიკას, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოღებულია ე.წ. ბონუსს სისტემა. შესაბამისად, კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ამასთან, ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც ხორციელდება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით - „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. თავად კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი,
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. 
წაკითხვა
მომავალი კვირიდან პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას უბრუნდება
მომავალი კვირიდან პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას უბრუნდება
მომავალი კვირიდან პარლამენტი ისევ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას  უბრუნდება. საკანონდებლო ორგანოში ცვლილებების ინიცირება უნდა მოხდეს. ს
წაკითხვა