საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
510

ისრაელში ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავი აღინიშნება

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 12:54:00

დღეს მსოფლიო ბალფურის დეკლარაციის, იგივე ბალფურის პირობის (როგორც არაბულ სამყაროში უწოდებენ) 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს დოკუმენტი 30 წლის შემდეგ დღევანდელი ისრაელის სახელმწიფოს აღდგენას საფუძვლად დაედო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში არის მადლიერების გამოხატვა ისრაელელი ხალხის მხრიდან ბალფურის დეკლარაციისთვის. 

მისი თქმით, ეს დეკლარაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ებრაელებისთვის, რადგან მათ საკუთარ მიწაზე დაბრუნება შეძლეს.

„ბრიტანეთში ჩასვლისას კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბრიტანეთის მთვრობას ბალფურის დეკლარაციისთვის, რომელიც ებრაელი ხალხის საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას დაედო საფუძვლად. თუმცა პალესტინელები ამ დოკუმენტს დღემდე დიდ ტრაგედიად მიიჩნევენ. ტრაგედია რეალურად კი ის არის, რომ პალესტინელებმა ბოლო 100 წელი ამ დეკლარაციის უარყოფაში გაატარეს, რასაც მთელი რიგი უბედურება და ომები მოჰყვა.“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინის ავტონომიური მთავრობა ადრე თუ გვიან ისრაელთან დაკავშირებით აზრს შეიცვლის და მშვიდობიან ცხოვრებას აირჩევს.

1917 წელს ბრიტანეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არტურ ბალფურმა ბრიტანელი ებრაელების თემის თავმჯდომარეს, უოლტერ როშილდს წერილი გაუგზავნა, სადაც პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა ეროვნული სახლის შექმნაზე იყო საუბარი.

ბალფურის დეკლარაცია პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრები არაებრაელი მოსახლეობის რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნას კატეგორიულად გამორიცხავდა და მათი უფლებების დაცვას ემხრობოდა.

ბალფურის დეკლარაციას პალესტინელები და არაბული ლიგის ქვეყნების უმეტესობა დღემდე კოლონიალისტური პროექტის პროლოგად განიხილავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მსოფლიო ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავს აღნიშნავს
მსოფლიო ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავს აღნიშნავს
მსოფლიო ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავს აღნიშნავს. თარიღდან დაკავშ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებ
წაკითხვა
საქართველოს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია ეწვევა. ოფიციალური ვიზიტით ქნესეთის წევრები ქართველმა დეპუტატებმა მოიწვიეს. 
წაკითხვა
ისრაელში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან
ისრაელში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან
საქართველოსა და ისრაელის საკანონმდებლო ორ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს და ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა
ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს და ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, სამუშ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
ირაკლი კობახიძე - საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასე
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - გვჯერა, საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი მეგობრობის
ირაკლი კობახიძე - გვჯერა, საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი მეგობრობის
ჩვენი მხრიდან მოტივაციაა, ვიყოთ თქვენი ძლიერი პარტნიორი და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი
წაკითხვა
 ირაკლი კობახიძე ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის ქნესეთში შეხვედრებს იწყებს. 
წაკითხვა