საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
441

ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს

თამარ პატატიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 13:25:00


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს და ამ ოქმების ბათილობას მოითხოვს. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ოქმები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს, რადგან მათი თქმით, არჩევნები არაკონკურენტულ და უსამართლო გარემოში ჩატარდა.

პარტიის წევრ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხოლოდ თბილისში დარღვევებთან დაკავშირებით 600-ზე მეტი საჩივარი იქნა შეტანილი და ასევე, თბილისის 10-ვე ოლქში მათ მიერ განსხვავებული აზრი დაიწერა. 

„ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტუნარიანი. არჩევნების დღეს მასობრივი ხასიათი ჰქონდა ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მასობრივი ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც არის „ქართული ოცნების“ ნოუჰაუ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცედენტო მასშტაბით, გრძელდებოდა „კარუსელების“ პრაქტიკა, იყო დაშინება, ოქმების შეცვლა და არაერთი ასეთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ შეფასებას საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს. მათი თქმით, საქართველოში თავისუფალი გარემოს არსებობისთვის ბრძოლის პროცესში მათი პოლიტიკური ძალა ყველა ამ პარტიასთან ითანამშრომლებს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით დღეს მიმართავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს გა
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა. 
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
წაკითხვა