საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
681

ოთარ კახიძე - სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან თუ სექციის ვერდიქტი ძალაში დარჩა, ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება მოუწევს

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 13:31:00

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე არ აკონკრეტებს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, არჩევანს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გააკეთებს, თუ „ევროპულ საქართველოზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ გუნდს აირჩევს ყოფილი შს მინისტრი, კახიძე პასუხობს, რომ „მადრიდის რეალს“.

დეპუტატის თქმით, მერაბიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას თავად ამცნობს.

რაც შეეხება მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, კახიძე განმარტავს, რომ პატიმარს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ავტომატურად ეხება, როგორც კი, სასჯელის შესაბამისი ვადა გავა.

„ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში, სასჯელის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში გადის, რის შემდეგადაც მას ავტომატურად პირობით ვადაზე გათავისუფლება შეეხება. გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ უნდა მიიღოს, ვინც ამ საკითხებს განიხილავს. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ყველასთვის ცნობილია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური მოსაზრებებით იდევნება. ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციამ უკვე დაადასტურა, რაც საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა და პრაქტიკულად, მერაბიშვილის გათავისუფლება გააჭიანურა. სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან თუ სექციის ვერდიქტი ძალაში დარჩა, ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება ყველა ვარიანტში მოუწევს, სხვა შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ ზიანს მიიღებს. ამიტომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალი იყოს. შესაძლოა, ხელისუფლება გამოსავალზე ფიქრობს, როგორ შეიძლება, მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - განაცხადა კახიძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როდის განიხილავს მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი საბჭო
როდის განიხილავს მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი საბჭო
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას ელის. როდის განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს დროებით ვადაზე ადრე
წაკითხვა
რა საკითხებზე ესაუბრა ადვოკატი ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში
რა საკითხებზე ესაუბრა ადვოკატი ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში
შეხვედრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვ
წაკითხვა
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ე.წ მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ხვდება
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ე.წ მატროსოვის ციხეში ამ წუთებში ხვდება
ვანო მერაბიშვილს ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი ე.წ მატროსოვის ციხეში ერთ საათზე მეტია იმყოფება. საუბარი, სავარაუდოდ, მის ვადამდე ად
წაკითხვა
ოთარ კახიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს
ოთარ კახიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს
საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი -  ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები
თამარ ჩუგოშვილი - ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლე
წაკითხვა
თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი
თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი
როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართ
წაკითხვა
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა
მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგო
წაკითხვა
ეკა ბესელია - აქციაზე იარაღით მისვლით ოთარ კახიძემ კანონი დაარღვია
ეკა ბესელია - აქციაზე იარაღით მისვლით ოთარ კახიძემ კანონი დაარღვია
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტ
წაკითხვა