საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1173

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 13:57:00

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ნებართვა გასცა. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების პორტი“ იუწყება.

ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა. 

"აღნიშნული სამინისტროებისგან ნებართვების დროული მიღება საშუალებას გვაძლევს ასევე დროულად და ოპერატიულად დავიწყოთ პორტის სამშენებლო სამუშაოები. ამ ყველაფერს წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოვამზადეთ და თითოეული მათგანი მოცემულ ვადაში ჩავაბარეთ მთავრობას. ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა არსებობს იმისთვის, რომ დავიწყოთ მშენებლობა და სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, “ - განაცხადა ანაკლიის 

განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ვარკეთილის მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ
ვარკეთილის მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის
წაკითხვა
„მშვიდობა მნიშვნელოვანია“ - ვორქშოფი წეროვანის დევნილთა დასახლებაში
„მშვიდობა მნიშვნელოვანია“ - ვორქშოფი წეროვანის დევნილთა დასახლებაში
„მშვიდობა მნიშვნელოვანია“, - ამ სახელწოდებით, სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) ჩატარდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ღონისძიების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი
წაკითხვა
როგორია თბილისის მერობის კანდიდატთა ურბანული პოლიტიკა
როგორია თბილისის მერობის კანდიდატთა ურბანული პოლიტიკა
თბილისის მერობის ყველა კანდიდატი თანხმდება, რომ ქაოსური მშენებლობები დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, ქალაქის პირველი პირის
წაკითხვა
„დაიცავი სკვერი“ - ნუცუბიძის 77 ნომერში მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს
„დაიცავი სკვერი“ - ნუცუბიძის 77 ნომერში მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს
ნუცუბიძის 77 ნომერში მცხოვრებმა მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია, სახელწოდებით „დაიცავი სკვერი“ გამართა. 
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი, - ამ
წაკითხვა
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან  შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს. თანხის გამოყოფა 2019 წელს არის დაგეგმილი. დაფინანსება გათვალისწინებულია დოკუმენტით
წაკითხვა
ბიუჯეტის პროექტიდან რიკოთის ავტობანის მშენებლობის დეტალები გახდა ცნობილი
ბიუჯეტის პროექტიდან რიკოთის ავტობანის მშენებლობის დეტალები გახდა ცნობილი
ბიუჯეტის პროექტიდან ავტობანის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დეტალები ხდება ცნობილი. სამუშაო ადგილზე 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს
წაკითხვა
მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა
მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა
თბილისში მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა.შემთხვევა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მეორე კ
წაკითხვა