საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
358

თეა წულუკიანი - Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 13:40:00

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. 

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ყველა საჯარო მოხელეს გაწეული შრომისთვის.

"მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვისარგებლო ამ შემთხვევით იმისათვის, რომ თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელმაც საქართველოს წარმატებაში მიიღო მონაწილეობა გადავუხადო მადლობა. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ბიზნესის დაწყების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით, წელს doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას ამ შეფასების შედეგად. ბიზნესის დაწყების სიმარტივით, ბიზნესის რეგისტრაციისა და თვითონ ბიზნეს რეესტრის ფუნქციონირების რეიტინგში ჩვენ, როგორც იცით, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით და ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, პარლამენტის ჩართულობით, აღსრულების პროცესმა და თქვენ ნახავთ, რომ წელს doing business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობის პროცესის მართვის კუთხით 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. რეფორმები ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს. თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16-ზე. მინდა, ორივე რეესტრს-ქონების რეგისტრაციის პროცესში ჩართულ რეესტრს საჯარო რეესტრისა, ასევე ბიზნეს რეესტრს, მათ თანამშრომლებს, აღრსულების ეროვნულ ბიუროს, თითოეულ იუსტიციელს, პარლამენტარებს და მთავრობის წარმომადგენლებს ეს ძალიან დიდი შედეგი მივულოცო, ხოლო ბიზნესმენებს ვუსურვო წარმატებული საინვესტიციო და სხვა საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებში",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი
თეა წულუკიანი - როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი
როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართ
წაკითხვა
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს ი
წაკითხვა
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის. 
წაკითხვა
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს
სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზე უნდა გასწორდეს, - ეს განცხადება დღეს უწყებ
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მესამე სექტორის წარმომადგენლები 21 ოქტომბრის არჩევნების დღეს ამომრჩევლი
წაკითხვა
თეა წულუკიანი - ყიზილაჯლოში მომხდარის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაჭრილს მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსი აქვს
თეა წულუკიანი - ყიზილაჯლოში მომხდარის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაჭრილს მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსი აქვს
არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და ამ ამბავს და დაველოდოთ გა
წაკითხვა
თბილისში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილ
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 
წაკითხვა