საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
784

მეგის ქარდავას მამა - ჩემი შვილი იშვიათად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რასაც ჩემზე ამბობენ, სისულელეა და ყველაფერი გაირკვევაო

ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 14:58:00

მეგის ქარდავა იშვიათად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რასაც ჩემზე ამბობენ, სისულელეა და ყველაფერი გაირკვევაო, - ამის შესახებ პირველ არხს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მამამ, სერგო ქარდავამ განუცხადა. 

მისი თქმით, შვილის უკრაინაში დაკავების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიაში გავრცელდა. 

„დაკავებამდე კავშირი არ მქონდა. ის ბრალდებები, რაც მას აქვს, სულელების მოგონილია. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის და ამას ყველა გაიგებს“, - განაცხადა სერგო ქარდავამ. 

მისი თქმით, მეგის ქარდავა ოჯახს იშვიათად ეკონტაქტებოდა, მაგრამ მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდა. 
სერგო ქარდავას თქმით, მეგის ქარდავა ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, რომ მის შესახებ რასაც ამბობდნენ, სისულელე და ტყუილი იყო, რაც მალე გაირკვეოდა. 

კითხვაზე, მაშინ რატომ წავიდა საქართველოდან, სერგო ქარდავამ აღნიშნა, რომ მისი შვილი ამას თავად იტყვის. 

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. 

საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: 

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით

ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი  ყოფილ მაღალჩინოსანს
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი,
წაკითხვა
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. პროცესი შესაძლოა, ერთ წლამდე გაგრძელდეს, -
წაკითხვა
რა ელოდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში
რა ელოდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მეგის ქა
წაკითხვა
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება. უკრაინის უსაფრთხოების სამ
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს
მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი საუბრობს. პარალელურად, პირველი
წაკითხვა