საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
409

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი უკანონო პატიმრობა შეუფარდა

ნინო ფისაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 14:58:00


საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი უკანონო პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

გენადი ბესტაევი ე.წ საზღვრის კვეთისთვის რუსმა სამხედროებმა სამი დღის წინ დააკავეს. ის შეეცადა ცხინვალში გადასვლას, რათა ოჯახი მოენახულებინა. გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთ კარში ცხოვრობს. 

საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე