საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1248

კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს

სოფიო დემეტრაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 16:27:00

მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება. 

“ის, რომ მეგის ქარდავას მიმართ არსებობს კითხვები შესაბამისი სამსახურების მხრიდან ცხადია და არაერთხელ მოვისმინეთ. მუშაობა დაიწყება ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ. 

საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: 

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.

საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. 

ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი  ყოფილ მაღალჩინოსანს
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი,
წაკითხვა
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა. პროცესი შესაძლოა, ერთ წლამდე გაგრძელდეს, -
წაკითხვა
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
რა ელოდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში
რა ელოდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მეგის ქა
წაკითხვა