საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
951

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 16:55:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ნაწილი 95 მილიონი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება. 

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააცნო. კაკაურიძის განცხადებით, პროექტის პირველად ვარიანტში მოდიფიცირებული დეფიციტი 3,3 პროცენტი იყო, გადამუშავებულ ვერსიაში კი 3 პროცენტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია.

„შემოსავლების ხარჯზე შემოსულობების ნაწილი - 95 მილიონი ლარით იზრდება, რაც ორი წყაროსგან არის. ესაა გრანტები, რომელიც გაზრდილია 70 მილიონი ლარით, ხოლო სხვა შემოსავლები გაზრდილია - 25 მილიონი ლარით. 2018 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი - 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება. წინა ვერსიასთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38,8 მილიონი ლარით გაზრდილია და წარმოდგენილი ვერსიით, 12 მილიარდ 403,3 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კაკაურიძის ცნობით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით, რამდენიმე უწყებას დაფინანსება ეზრდება.

„წინა ვარიანტთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება ერთი მილიონი ლარით გაიზარდა, თანხები თამბაქოსა და შრომის ინსპექტირების კუთხით დამატებითი რესურსის გამოყოფას დაემატა და საერთო ჯამში, სამი მილიარდ 528 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სამინისტროს სამი მილიონი ლარი დაემატა, რომელიც პროფესიულ განათლებაზე მიემართა და საერთო ჯამში, მილიარდ 181,8 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე, 10 მილიონი ლარით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და ეს თანხა მთლიანად გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაფინანსებლად. ოთხი მილიონი ლარი დაემატა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და 118 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, ცალკე პროგრამად არის გამოყოფილი დიასპორის პოლიტიკა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მილიონ 400 ლარია გათვალისწინებული“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 14,5 მილიონი ლარით დაფინანსება გაეზარდა კულტურის სამინისტროსაც და საერთო ჯამში, 131 მილიონ ლარს შეადგენს.

„1,5 მილიონი ლარი კინემატოგრაფიის პროექტების დაფინანსებას დაემატა, ხოლო დანარჩენი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის დაფინანსებაზეა გათვალისწინებული, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში დასრულდება. სპორტის სამინისტროს დაფინანსება სამი მილიონი ლარით არის გაზრდილი და 168 მილიონ ლარს შეადგენს. ეს თანხა სხვადასხვა ფედერაციაზე და სპორტის უნივერსიტეტზე იქნა გადანაწილებული. გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება სამი მილიონი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში, 46 მილიონი ლარი იქნება. კომიტეტის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და საშტატო ერთეულების დამატება მოხდა“, - განაცხადა კაკაურიძემ.

პარლამენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს, ხოლო რეგლამენტის შესაბამისად, დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალა
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის  განხილვას იწყებს. 
წაკითხვა