საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1069

ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 17:06:00


ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა. 

წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთო
წაკითხვა
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებს,
წაკითხვა
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გა
წაკითხვა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
სავალუტო ჯიხურებსა და ბლუმბერგის პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ფასი 
წაკითხვა
არჩილ მესტვირიშვილი - საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
არჩილ მესტვირიშვილი - საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არ
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ბანკირებთან გარიგებას ასახელებს
შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ბანკირებთან გარიგებას ასახელებს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის პროგნოზით, ლარის კურსის ვარდნაა მოსალოდნელი. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება გავ
წაკითხვა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციას აქვ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ვარაუდით, აშშ დოლართან მიმართებით,
წაკითხვა