საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
902

გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 17:15:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია.

გიორგი კაკაურიძემ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ოპოზიცია დაინტერესდა, მთავრობამ ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის რა ნაბიჯები გადადგა.

კაკაურიძის თქმით, ლარის კურსმა პირველი რყევა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ საკმაოდ დიდი რყევები იყო, მაგრამ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებ ქვეყნებში - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება მოხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების მიერ მილიარდობით რეზერვი იქნა გამოყენებული, რათა ვალუტის ცვალებადობა არ მოეხდინათ, მათ ამან არ უშველა და ვალუტის მყისიერი ცვლილება მოხდა. 90-იანი წლებიდან ნებისმიერი ტრენდი ამოვიღოთ, ნებისმიერი ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი ვნახოთ და მიხვდებით, რომ თუ გაუფასურება ხდება, შეიძლებელია, ეს გაცვლით კურზე არ აისახოს. თუ დავას დავიწყებთ, რომ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ვალუტის ცვლილება ქართულ ლართან არაფერ კავშირშია, ეს სწორი არ იქნება და ძალიან კარგად გესმით, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმულია და გაცვლითი კურსი მის ეფექტურ, ნომინალურ  კურსს უბრუნდება“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობა ელოდება, რომ ექსპორტის ოქტომბერში მაღალი მაჩვენებელი იქნება და მისი 30 პროცენტიანი ზრდა მოხდება.

„ყველანაირი ფაქტორი, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია. ფუნდამეტური ფაქტორებიდან არ არის გამოწვეული, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს. დიდწილად ლარის ცვალებადობაში წვლილი შეიტანა შექმნილმა მოლოდინებმა.  ქვეყანაში მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ ყოველი წლის მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს. ბიზნესს, მოსახლეობას მოლოდინი აქვთ, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როცა შემოსავლი უჩნდებათ, ცდილობენ, ვალუტის შეძენა მოახდინონ. სამართავია, რომ მოლოდინები სწორად იყოს ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კაკაურიძე ე.წ. ლარიზაციის პროგრამის განხორციელებასაც შეეხო.

„ქვეყანაში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, გაცვლითი კურსი პრობლემატურია. იმ ქვეყნებში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი დაბალია, იქ გაცვლითი კურსის მერყეობა მოსახლეობასა და ბიზნესზე გავლენას არ ახდენს. დღეს სიტუაცია გვაქვს, როცა სესხების ლარიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას უფრო ნაკლები დამოკიდებულება აქვს დოლართან მიმართებაში, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდათ“, - დასძინა კაკაურიძემ.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინ
წაკითხვა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი
წაკითხვა
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გა
წაკითხვა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
სავალუტო ჯიხურებსა და ბლუმბერგის პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ფასი 
წაკითხვა
არჩილ მესტვირიშვილი - საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
არჩილ მესტვირიშვილი - საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არ
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ბანკირებთან გარიგებას ასახელებს
შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ბანკირებთან გარიგებას ასახელებს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის პროგნოზით, ლარის კურსის ვარდნაა მოსალოდნელი. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება გავ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ვარაუდით, აშშ დოლართან მიმართებით,
წაკითხვა
კობა გვენეტაძე - ჩვენთან მცურავი კურსი მოქმედებს, ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება
კობა გვენეტაძე - ჩვენთან მცურავი კურსი მოქმედებს, ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკის მთავარ
წაკითხვა