საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4212

შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა

მაია ბუთბაია
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 17:52:00

ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის განმავლობაში ე.წ. უკონტაქტო პატრულის მიერ 6126 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ქვითრების ჯამურმა ღირებულებამ კი 179 100 ლარი შეადგინა. 

ინფორმაცია პირველ არხს შსს-დან მიაწოდეს. უწყების ცნობით, ყველაზე ბევრი, 2545 ჯარიმა, რაც 10 ლარის გადახდას ითვალისწინებს, გამოიწერა ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.

1413 ერთეული, 50-ლარიანი ჯარიმა კი გამოიწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობას, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნას.

ე.წ. უკონტაქტო პატრული მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდა და გულისხმობს ვიდეოჯარიმების გამოწერას ამომცნობი ნიშნების არმქონე სატრანსპორტო საშუალებით. ამ სახით ჯარიმების გამოწერა ქულების ჩამოკლებას არ იწვევს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველ
წაკითხვა
შსს - გიორგი მღებრიშვილი დეპუტატებს სამინისტროს ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში წარუდგენს
შსს - გიორგი მღებრიშვილი დეპუტატებს სამინისტროს ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში წარუდგენს
შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლას არ აპირებს - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა  სამინისტროში განუცხადეს.
წაკითხვა