საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
408

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ლიკა ხურციძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 18:25:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

საუბარია ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე. 

„საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ირმა ყ.-მ, ბექა შ.-მ და ნინა ჩ.-მ, განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად მოკლეს ირმა ყ.-ს დედა ლუბა ყ. და დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის სხეული დაანაწევრეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია ჰქონდა საქმეზე ბრალდებულ ლუკა ჩ.-ს. რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. 

სასამართლო, საქმის მასალებში მოხსენიებულ არასრულწლოვან პირთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაზე გაეცნო მოწმეთა ჩვენებებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენის ფაქტი. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული თავადაც აძლევდა რჩევებს ზემოხსენებული მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებს ირმა ყ.-ს, ბექა შ.-ს და ნინა ჩ.-ს, დანაშაულის დაფარვისა და გვამის განადგურების საკითხზე. სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამდენად წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ დაემატა ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას სასამართლომ 23 ივნისს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 3 აგვისტოს კი სასამართლომ ამავე საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები - დ.კ. და ა.ა. ასევე დამნაშავედ ცნო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ი
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე. 
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
 ტულუზას ტერაქტის შემსრულებლის ძმას სასმართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ტულუზას ტერაქტის შემსრულებლის ძმას სასმართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
პარიზის სასამართლომ
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმა
წაკითხვა