საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6502

ხეოფსის პირამიდაში უზარმაზარი საიდუმლო სიცარიელე აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 19:28:00

ათასწლეულების განმავლობაში, ძველეგვიპტური საოცრება — გიზის დიდი პირამიდა (იგივე ხეოფსის პირამიდა) კაცობრიობის მიერ აშენებული უმაღლესი ნაგებობა იყო დედამიწაზე. საუკუნეთა მანძილზე, იგი ყოველთვის მტკიცედ მალავდა ერთ ღრმა საიდუმლოს. დღემდე. 

რამდენიმე საათის წინ, მეცნიერებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ეგვიპტის უდიდესი პირამიდის შიგნით აღმოჩენილია გიგანტური სიცარიელე. ჯერჯერობით უცნობია თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახი ან დარბაზი, მაგრამ მისი ზომა გვაფიქრებინებს, რომ იგი უდიდეს როლს თამაშობდა ძველი ეგვიპტის ფარაონთა სამარხში — შესაძლოა, სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაშიც. 

პროექტ ScanPyramids-ში ჩართულ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დამალული სივრცე 2015 წლის კვლევებისას აღმოაჩინეს. 

წარსულში, იგივე ჯგუფმა დიდი პირამიდის სტრუქტურაში თერმული ანომალიები აღმოაჩინა და ანალიზები ჩაუტარა კაიროს სამხრეთით მდებარე ე. წ. მოღუნულ პირამიდას, რის შემდეგაც, რუკაზე დაიტანეს მისი შიდა სტრუქტურა. 

მკვლევრებმა ამ შემთხვევაშიც იგივე სახის ტექნიკა გამოიყენეს — ხეოფსის პირამიდის (იგივე გიზის დიდი პირამიდა) ვიზუალიზაცია შიგნით შეუსვლელად, მიუონების გამოყენებით: კოსმოსური სხივების პროდუქტები, რომლებსაც ქვა მხოლოდ ნაწილობრივ შთანთქავს. 

ამ მეთოდს მიუონური რადიოგრაფია ეწოდება და მუშოაბს რენტგენული გამოსხივების პრინციპზე — მიუონები აღწევენ სტრუქტურის შიგნით და ახდენენ იქ არსებული სივრცის 3D რეკონსტრუქციას. ეს მეთოდი განსხვავდება ინფრაწითელი თერმოგრაფიისგან, რომელიც შენობის შიგნით ტემპერატურის ცვალებადობას აფიქსირებს. 

შესაძლოა, სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს, მაგრამ ვიზუალიზაციის ეს მეთოდი მართლაც არსებობს და უკვე ათწლეულებია გამოიყენება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ScanPyramids-ის ჯგუფი გაცილებით მაღალი მგრძნობელობის აღჭურვილობას იყენებს. 

მიუონური დაფიქსირების ტექნოლოგიის სამი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით — მოწყობილობები ჩაამონტაჟეს როგორც დიდი პირამიდის შიგნით, ისე გარეთ — მკვლევრებმა გამოავლინეს ვრცელი, დამალული სიცარიელე, რომელიც მათი თქმით, ხეოფსის პირამიდაში აღმოჩენილი პირველი დიდი შიდა სტრუქტურაა მე-19 საუკუნის შემდეგ. 

ახლად აღმოჩენილი სივრცე მდებარეობს პირამიდის ამ დრომდე ცნობილი უმსხვილესი ოთახის — დიდი გალერეის თავზე; სიგრძეში სულ მცირე 30 მეტრია, გადამკვეთი სექცია კი მის ქვეშ არსებული დიდი გალერეის ზომისაა. 

„ამ ეტაპზე, სიცარიელის დანიშნულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს; აღმოჩენა გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ნაწილაკთა ფიზიკას სრულიად ახალი შუქი მოჰფინოს მსოფლიოს არქეოლოგიურ მემკვიდრეობას“, — წერენ ავტორები. 

ამ დროისთვის, ScanPyramids-ით ჩატარებული კვლევები მრავალ სპეკულაციას წარმოშობს ამ სივრცის არქიტექტურული და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ; თუმცა, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ეგვიპტოლოგებს ნედლ მონაცემებს მისცემს, რათა ახსნან თუ რას წარმოადგენს ეს ოთახი ან იქნებ სულაც პატარა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ოთახთა სერია. 

ჯგუფი იმასაც აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. დამწყებებს გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ ზედაპირიდან რა სიმაღლეზეა განთავსებული ეს სიცარიელე; გაურკვეველია ისიც, დახრილია თუ არა იგი იმავე კუთხით, რითაც მის ქვეშ მდებარე დიდი გალერეაა. 

დამატებითი მონაცემების გარკვევამდე, ჯგუფი ჰიპოთეზებისგან თავს იკავებს, რათა არ გავრცელდეს უსაფუძვლო სპეკულაციები, რაც პირამიდების კვლევას ისედაც არ აკლია. 

„პირამიდების მშენებლობასთან დაკავშირებით, უამრავი თეორია არსებობს. უთვალავი თეორიაა დამალული ოთახების შესახებაც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს თეორიები მხოლოდ თეორიებად რჩება“, — განაცხადა ჯგუფმა აღმოჩენის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ ეს მისია... გვსურდა, თეორიების მიმართ აგნოსტიკები ვყოფილიყავით. ჩვენს ხელთაა ახალი ტექნოლოგიები... მოდი, გამოვიყენოთ ისინი ყოველგვარი აპრიორი თეორიების გარეშე და ვნახოთ, რა არის პირამიდის შიგნით“. 

მკვლევართა თქმით, ამ ეტაპიდან იწყება დამატებითი კვლევები და შესაბამისად, სულ მალე კიდევ უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი. ფაქტია, რომ ეს უცნაური სიცარიელე პირამიდაში შემთხვევით არ იქნება. 

„როდესაც იცნობ პირამიდას და იცი მისი სრულყოფილება, ძალიან უცნაურია წარმოიდგინო, რომ ეს სიცარიელე შემთხვევით გაჩნდა“. 

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 



სიცარიელის მდებარეობა



სიცარიელის მდებარეობა



დიდი გალერეის რეკონსტრუქცია






მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

  

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
კლეოპატრას თვითმკვლელობისა და ძველი ეგვიპ
წაკითხვა
ეგვიპტეში 7000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს
ეგვიპტეში 7000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ეგვიპტეში, სუჰაგის პროვინცია
წაკითხვა
ეგვიპტეში ფარაონის გემისებრი სამარხი აღმოაჩინეს
ეგვიპტეში ფარაონის გემისებრი სამარხი აღმოაჩინეს
ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ეგვიპტის ერთ-ერ
წაკითხვა
გიზის პირამიდაში ამ დრომდე უცნობი 2 საიდუმლო სივრცე აღმოაჩინეს
გიზის პირამიდაში ამ დრომდე უცნობი 2 საიდუმლო სივრცე აღმოაჩინეს
დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ გიზის დიდ პირამიდაში კორიდორებისა და ოთახების ვრცელი სისტემა
წაკითხვა
ISIS-ი ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება
ISIS-ი ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება
„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ეგვი
წაკითხვა
ISIS-ი ამჯერად პირამიდების აფეთქებით იმუქრება
ISIS-ი ამჯერად პირამიდების აფეთქებით იმუქრება
„ისლამური სახელმწიფო“ მუქარის მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ამჯერად პირამიდების აფეთქებით იმუქრება. 
წაკითხვა
აღმოჩენა, რომელიც ეგვიპტის ქალი ფარაონის მრავალ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს
აღმოჩენა, რომელიც ეგვიპტის ქალი ფარაონის მრავალ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს
ჰატშეფსუტი ეგვიპტის ჩვეულებრივი მმართველი
წაკითხვა
ტუტანხამონის აკლდამაში საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს
ტუტანხამონის აკლდამაში საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს
ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ფარაონ
წაკითხვა