საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5506

2018 წელს თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევა და ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება

ლიკა ხურციძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 19:29:00

2018 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევა და ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება. გადაწყვეტილებას ამის შესახებ პარიზში იუნესკო-ს ასამბლეის სხდომაზე მიიღებენ, რომელიც 3-4 ნოემბერს გაიმართება. 

ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ეროვნული მდივანმა ქეთი კანდელაკმა განუცხადა. 

როგორც ქეთი კანდელაკმა განაცხადა, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი", სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად განიხილება იუნესკო-ს გენერალურ კონფრენციაზე. 

"ამ ნომინაციის დამტკიცების შემთხვევაში, საიუბილეო თარიღი 2018 წელს აღინიშნება გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხარდაჭერით, რაც ადასტურებს მოვლენის საერთაშორისო მნიშვნელობას", - განაცხადა ქეთი კანდელაკმა. 

მისივე განმარტებით, 1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს წევრ ქვეყნებში ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენებისა თუ გამოჩენილი პირების იუბილეების აღნიშვნაში, რაც თავის მხრივ ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.

როგორც ქეთი კანდელაკმა განაცხადა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, იუნესკო თხოვნით მიმართავს წევრ ქვეყნებს მიაწოდონ ორგანიზაციას განსახილველად იმ ღირსშესანიშნავი თარიღების ჩამონათვალი (მაქსიმუმ ორი ნომინაცია), რომელთა აღნიშვნაში იუნესკო-მ შესაძლებელია, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო ორწლედის განმავლობაში.

მისივე თქმით, წარდგენილი ნომინაციების საბოლოო დამტკიცება, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხდება იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის მიერ. იმისათვის, რომ განსახილველად წარდგენილი თარიღები იუნესკო-მ აღიაროს საყოველთაო მნიშვნელობის დღესასწაულად, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

· თარიღი უნდა იყოს მინიმუმ რეგიონალური მნიშვნელობის, ემთხვეოდეს იუნესკოს პრიორიტეტებს და უნდა უწყობდეს ხელს ტოლერანტობის, მშვიდობის იდეალებისა და კულტურული დიალოგის განმტკიცებას; 

· იუბილე უნდა წარმოადგენდეს 50 ან 100 წლისთავს, ან შეესაბამებოდეს ორმოცდაათზე ჯერად თარიღს;

· ნომინაციების წარდგენისას სასურველია დაცული იყოს გენდერული ბალანსი.

საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ეროვნული მდივანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების თანახმად, ეროვნულ დონეზე დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, წევრ ქვეყანას დაგეგმილი უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი საერთაშორისო ღონისძიება ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნის ფარგლებში. ამავდროულად, ქვეყანა ვალდებული იქნება იუნესკო-ს მიაწოდოს ანგარიში ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ამასთანავე, იუნესკო აწვდის წევრ ქვეყანას დამტკიცებული იუბილისთვის საგანგებოდ შემუშავებულ ლოგოს, რომლის გამოყენება მიზანშეწონილია იუბილის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დროს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
კონსერვატორიაში საოპერო ს
წაკითხვა
2018 წელს თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევიდა
2018 წელს თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ღონისძიებათა სიაში შევიდა
2018 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლის იუბილეს აღნიშნავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლის იუბილეს აღნიშნავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლის იუბილეს ზეიმობს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. 
წაკითხვა
აშშ იუნესკო-ს ტოვებს
აშშ იუნესკო-ს ტოვებს
2018 წლის 1 იანვრიდან ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - იუნესკოს წევრი ა
წაკითხვა
ქუთაისი, შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს
ქუთაისი, შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს
წაკითხვა
 ისრაელმა UNESCO დატოვა
ისრაელმა UNESCO დატოვა
ისრაელმა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) დატოვა. ისრაელის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ აღნიშნუ
წაკითხვა
იუნესკო-ს გენერალური დირექტორის არჩევნების მეორე ტურიც წარუმატებელი აღმოჩნდა
იუნესკო-ს გენერალური დირექტორის არჩევნების მეორე ტურიც წარუმატებელი აღმოჩნდა
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გენერალური დ
წაკითხვა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები „ადვოკატთა ასოციაციაში“ შეხვედრას მართავენ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები „ადვოკატთა ასოციაციაში“ შეხვედრას მართავენ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები თბილისში ვიზიტს ასრულებენ. ამ წუთებში ისინი „ადვოკატთა ასოციაციაში“ მართავენ შეხვედრას,
წაკითხვა