საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
765

საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა გადადო, მიზეზი დეპუტატების წინააღმდეგობაა

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 19:51:00


პარლამენტში „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა გადაიდო.

პირველი არხის ინფორმაციით, კენჭისყრის გადადების მიზეზი საკანონმდებლო პაკეტის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კრიტიკული დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დეპუტატებს ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, ცვლილებებს კენჭი არ უყარეს.

პირველ არხთან საუბარში ცვლილებების მიმართ  კრიტიკულ განწყობას არ მალავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე.

დეპუტატის თქმით, ეს კანონპროექტი ის არ არის, რომელიც საქართველოში ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვას ხელს შეუწყობს, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი,  კონკურენცია განვითარდეს, ხოლო ბანკები ნებსით თუ უნებლიედ ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მუხლი პოზიტიურია, პირადად მე  კანონპროექტს ნეგატიურად ვაფასებ. ავტორებს ვთავაზობ, ის მუხლები გავიტანოთ, რომელსაც პოზიტიურად ვთვლით. ვეწინააღმდეგები იმას, რომ ეროვნული ბანკის კონტროლის ან სხვა რაიმე რეგულატორის კონტროლის ქვეშიდან საინვესტიციო ფონდები გასული იყოს. ამით რეალურად, დარჩენილი იქნება დიდი ხვრელი, რომ საბანკო სექტორმა იქ თანხების გადაქაჩვა და არაპროფილურ ბიზნესებში შესვლა მოახერხოს. ამ კანონპროექტს არსებული სახით ხმას არ მივცემ“, - განაცხადა კობერიძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა ცვლილებები ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვის ფორმატში გააკრიტიკეს.  პროექტის მხარდასაჭერად სხდომის შეჩერება და კონსულტაციების გამართვაც გახდა საჭირო, თუმცა მოგვიანებით დეპუტატებმა ინიციატივას შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირეს მხარი, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტის მინიჭებას და ხელშეუხებლობის გარანტიებს ეხებოდა. დეპუტატების მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ამ უფლებაზე უარი განაცხადეს. 

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, კანონპროექტის შესაბამისად, „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის“ ცნება იცვლება და მასში ისეთი სუბიექტები აღარ მოიაზრება, როგორიცაა - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი. აღნიშნული განაპირობებს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნების გაუქმებას და შესაბამისად, უქმდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია აღნიშნული სუბიექტის რეგულირებისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით.

ამასთან, პროექტით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს ფულადი გზავნილებით მომსახურების განხორციელების უფლება ენიჭება მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში.   

ასევე, კანონპროექტით, ახლებურად ყალიბდება ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემების მართვის საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი ეროვნული ბანკია, ინიციატორი - საქართველოს მთავ

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა