საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
624

აკაკი ზოიძე - კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშაოს

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 20:41:00

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ექიმების დასაქმების თვალსაზრისით არავითარ დამატებით რეგულაციაზე, ან აკრძალვებზე საუბარი არ არის. 

პირველ არხთან საუბარში ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც ექიმი ძალიან ბევრ ადგილას მუშაობს, თუმცა საუბარი ისეთ შემთხვევაზე არ არის, როცა ექიმი ერთ-ორ ადგილას, ან კონსულტანტად მუშაობს. 

მისი თქმით, მაღალკვალიფიციური ექიმები არსებობენ, რომლებიც შეიძლება ხუთ-ექვს დაწესებულებაში კონსულტანტებად იყვნენ, რომლებიც პაციენტებისთვის კონსულტაციის გაწევას ტელეფონით ახერხებენ, როცა რთული შემთხვევები არ არის. 

„ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჩვენს პირობებში სხვა პრაქტიკა შეიქმნა, როცა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ზოგჯერ, სამედიცინო პერსონალი ხუთ-ექვს კლინიკაში 20-20 საათი მუშაობს, დღეში ხუთ ოპერაციას აკეთებს და ამან შეიძლება ადამიანი საექიმო შეცდომამდე მიიყვანოს, რაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. შეიძლება, ამით საექიმო შეცდომის რისკი გაიზარდოს. კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, რომ მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშაოს“, - აღნიშნავს ზოიძე. 

დეპუტატის ინფორმაციით, ზოგჯერ პაციენტს არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ნამდვილად არსებობს „საამქროები“, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება. 

„ექიმებს ისეთ დაწესებულებაში მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, სადაც მოცულობა და პაციენტების მხრივ დატვირთვა მაღალია, ამიტომ გამომუშავებული თანხაც მაღალია, ღირსეული ანაზღაურება აქვთ და აუცილებლობა არ აქვთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში იმუშაონ და ამით იმის საფრთხე გაზარდონ, რომ შეცდომა დაუშვან და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. იმის გამო, რომ თითოეულს შეუძლია კლინიკა გახსნას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ ბოლო ორ წელიწადში 64 კლინიკა გაიხსნა. შეიძლება კარგია, რომ ბევრი ადამიანი საქმდება, მაგრამ ბევრი ადამიანი კი არ საქმდება, ერთი და იმავე ადამიანი რამდენიმე ადგილას საქმდება და მეტი პაციენტის მიღება ხდება. ზოგჯერ არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ეს „საამქროები“ მართლაც არსებობს, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება და სისტემას ასეთ საამქროებს რომ მოვაშორებთ, ის მაღალკვალიფიციური კლინიკები დაგვრჩება, სადაც ექიმები სრულად დასაქმებულ იქნებიან და საჭიროება არ ექნებათ, რომ ხუთ კლინიკაში იარონ იმისთვის, რომ თავისთვის მისაღები ანაზღაურება მიიღონ“, - აღნიშნავს ზოიძე. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
2018 წლიდან ექიმებისთვის, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, მედიკოსები ვეღარ შეძლებენ ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობას. საკითხზ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე -  უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამას ემსახურება სწორედ რეფორმა
აკაკი ზოიძე - უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამას ემსახურება სწორედ რეფორმა
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ვარაუდით, აშშ დოლართან მიმართებით,
წაკითხვა
აკაკი ზოიძე -  ტყუილების პროპაგანდირების მიუხედავად, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები უმცირესობაში დარჩებიან
აკაკი ზოიძე -  ტყუილების პროპაგანდირების მიუხედავად, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები უმცირესობაში დარჩებიან
„ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს თეთრის შ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - მთავრობა საპენსიო რეფორმის პროექტს საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის ბოლომდე წარუდგენს 
აკაკი ზოიძე - მთავრობა საპენსიო რეფორმის პროექტს საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის ბოლომდე წარუდგენს 
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მთავრობა საპენსიო რეფ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს
აკაკი ზოიძე - დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს
დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს, - ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაც
წაკითხვა
ექიმებისთვის შესაძლოა, დამატებითი პერიოდული სერტიფიცირება ამოქმედდეს
ექიმებისთვის შესაძლოა, დამატებითი პერიოდული სერტიფიცირება ამოქმედდეს
ექიმებისთვის შესაძლოა, დამატებითი პერიოდული სერტიფიცირება ამოქმედდეს. კანონპროექტზე ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს და ცვლილებები შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან შევიდეს ძალაში.
წაკითხვა
კახა კალაძე ექიმებს შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო
კახა კალაძე ექიმებს შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მხარდამჭერთა კლუბში, ექიმებს შეხვდა და მათ ქალაქის განვ
წაკითხვა