საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1196

სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-02 21:25:00

ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფი შავი ხვრელებით. ამიტომ, შესაძლოა, ეს რეგიონები მთავარ სამიზნედ იქცეს გრავიტაციული ტალღების წყაროებზე მონადირე მეცნიერთათვის. ამის შესახებ როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები იუწყებიან კვლევაში, რომელიც Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება. 

კვლევა ახდენს შეუმჩნეველი რეგიონის იდენტიფიკაციას, რომელიც შეიძლება სავსე იყოს ერთმანეთის გარშემო მოძრავი შავი ხვრელებით და სწორედ იქიდან მოდიოდეს ბოლო დროს დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღები. ერთმანეთთან შერწყმის პროცესში მყოფ მასიურ შავ ხვრელთა მასპინძელი გალაქტიკების იდენტიფიცირება ასტრონომებს დაეხმარება ახსნან, თუ როგორ წარმოიქმნება ერთმანეთის ორბიტაზე მოძრავ შავ ხვრელთა წყვილები. 

როგორც კვლევის ავტორი , როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ასოცირებული პროფესორი სუკანია ჩაკრაბარტი აცხადებს, შავი ხვრელების შეჯახებისათვის ხელსაყრელი პირობები წარმოდგენილია დიდ სპირალურ გალაქტიკათა გარე გაზის დისკოებში. 

ამ დრომდე, პატარა თანამგზავრი, ანუ ჯუჯა გალაქტიკები ყველაზე ხელსაყრელ გარემოდ მიიჩნეოდა შავ ხვრელთა პოპულაციის მასპინძლობისათვის: ვარსკვლავების მეჩხერი პოპულაცია, რკინის, ოქროსა და პლატინის მსგავს მძიმე მეტალთაგან დაუბინძურებელი გარემო (ეს ელემენტები ძირითადად სუპერნოვათა აფეთქების შემდეგ გაიფრქვევა) და უმოქმედო ქარები მასიურ ვარსკვლავებს ხელუხლებელს ტოვებს. 

ჩაკრაბარტიმ გააცნობიერა, რომ ირმის ნახტომის მსგავს გალაქტიკათა კიდეებს ჯუჯა გალაქტიკების მსგავსი გარემო აქვთ, მაგრამ ერთი მთვარი უპირატესობით — დიდი გალაქტიკების პოვნა გაცილებით მარტივია. 

„გარდა ამისა, სპირალური გალაქტიკების გარე დისკებში საგრძნობლად დაბალია მეტალის შემცველობა და ეს ვრეცელი არეალები შავი ხვრელებით უნდა იყოს სავსე“. 

„როგორც ეს კვლევა აჩვენებს, შავ ხვრელთა დაკვირვებების პროგნოზირების ან ინტერპრეტაციისათვის, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ არა მხოლოდ განსხვავებები სხვადასხვა ტიპის გალაქტიკებს შორის, არამედ მათში არსებული გარემოც“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მათემატიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი და LIGO-ს წევრი, რიჩარდ ო'შოგნესი. 

სამყაროს სიღრმისეული შესწავლა ახლა უკვე შესაძლებელია, როცა მეცნიერებს საშუალება აქვთ ერთმანეთს შეურწყან გრავიტაციული ტალღების ასტრონომია და სინათლის კვლევის ტრადიციული საშუალებები. როგორც ბოლო დროის გასაოცარი კვლევები აჩვენებს, შავ ხვრელებსაც კი, რომლებიც იმდენად მასიურია, რომ ვერ გაურბის თვით სინათლეც — აქვთ გრავიტაციული ტალღები და მათი ოპტიკური თანამოძმე — იმ ვარსკვლავური კოლაფსის ნარჩენი მატერია, რომლის წყალობითაც ისინი წარმოიქმნენ. 

„თუკი შეგიძლია შავი ხვრელების შერწყმის სინათლის დანახვა, შეგეძლება მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრაც. ამის შემდეგ კი, დასკვნებს გამოიტან იმ პარამეტრების შესახებ, რომლებიც მართავენ სამყაროს, როგორც მთლიანობის სასიცოცხლო ციკლს — ეს კი კოსმოლოგიის წმინდა გრაალის თასია. გრავიტაცული ტალღები ამ ყოველივეს გაკეთების სრულიად დამოუკიდებელ გზას გვაძლევს და არაფერში სჭირდება ასტროფიზიკური შედარებები“, — ამბობს ჩაკრაბარტი. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა