საზოგადოებრივი
104.5 FM
378

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ევროლიგის“ წლევანდელ ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 01:23:00

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ, საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე წლევანდელ სეზონში „ბასკონიამ“ პირველ გამარჯვებას მიაღწია. 

მეხუთე ტურის შეხვედრაში ესპანურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ათენის „პანათინაიკოსი“ მიიღო და როდრიგ ბობუას მიერ ბოლო წამებზე ჩაგდებული ბურთით, 85-84 მოუგო.

თამაში უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა. შეხვედრის კულმინაცია კი ბოლო წამები გამოდგა. სტუმრები 31 წამით ადრე, ოთხი ქულის სხვაობით იგებდნენ. ბოლო ორი შეტევა მასპინძლებმა შედეგიანი ტყორცნებით დაასრულეს. ჯერ ჯეისონ გრეინჯერმა ჩააგდო სამქულიანი, რის შემდეგაც „პანათინაიკოსის“ უშედეგო იერიშს როდრიგ ბობუას გარღვევა და ფარის ქვემოდან ჩაგდებული ზუსტი ტყორცნა მოყვა. ბერძნული გუნდის კალათბურთელებს 1,5 წამი ჰქონდათ დარჩენილი და სროლაც ვეღარ მოასწრეს.

საბოლოოდ, „ბასკონიამ“ 85-84 გაიმარჯვა. ესპანური კლუბის ქართველმა კაპიტანმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 15 ქულა, სამი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა. ბასკონიელთა შორის, ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ გრეინჯერმა მოაგროვა. ამერიკელი კალათბურთელის მონაგარმა 20 ქულა შეადგინა.

„პანათინაიკოსის“ რიგებში ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა ნიკ კალატესმა. გუნდის გამთამაშებელმა 14 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში. „ბასკონია“ მომდევნო ტურში რუსულ „ხიმკის“ სტუმრად შეხვდება. ათენელების მეტოქე პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ იქნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრებიდან ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს მალაგას „
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მორიგი მარცხი
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მორიგი მარცხი
თორნიკე შენგელიას „ბა
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა
„ბასკონიას“ წარუმატებელი სერია საკალათბურთო „ევროლიგის“ მიმდინარე გათამაშებაზე გრძელდება. ესპ
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მორიგი მარცხი „ევროლიგაზე“
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და „ბასკონიას“ მორიგი მარცხი „ევროლიგაზე“
საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა „ბასკონია“. პაბლო პრიჯიონის გ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
თორნიკე შენგელია მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ესპანეთის „ლიგა
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ზედიზედ მეორე მარცხი „ევროლიგაზე“
თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ზედიზედ მეორე მარცხი „ევროლიგაზე“
საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების წლევანდელი სეზონი საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო „
წაკითხვა
თორნიკე შენგელიას 20 ქულა და „ბასკონიას“ მარცხი „ფუენლაბრადასთან“
თორნიკე შენგელიას 20 ქულა და „ბასკონიას“ მარცხი „ფუენლაბრადასთან“
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-4-ე ტურის რამდენიმე შეხვედრა უკვე დასრულდა. დასანანი მარცხი განიცადა „
წაკითხვა