საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1599

ეს არის უდიდესი შეცდომა - კატალონიის ყოფილი ლიდერი თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 03:43:00

კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაური თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. 

ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონი ტელე-მიმართვას ავრცელებს, რომელიც ბრიუსელის სასტუმროშია ჩაწერილი.

”როგორც მთავრობის ლეგიტიმური ხელმძღვანელი, ვითხოვ დაპატიმრებული რვა პირის გათავისუფლებას. კატალონიელი პოლიტოკოსების დაკავება არის დარტყმა დემოკრატიაზე და რეგიონში დანიშნულ არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ეს არის უდიდესი შეცდომა. წინ რეპრესიებია. ჩვენ უნდა მივუდგეთ არსებულ ვითარებას ისე, როგორც ეს კატალონიელებს სჩვევიათ. უნდა ვიმოქმედოთ ძალადობის გარეშე. მე ვრჩები კატალონიის ლიდერად”,-აცხადებს კარლეს პუიჩდემონი.

ეს განცხადება კატალონიის მთავრობის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ესპანეთის პროკურატურამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. პუიჩდემონის მთავრობის რვა ყოფილი წევრის დაკავების გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ 2 ნოემბერს მიიღო.

პუიჩდემონი და კატალონიელი ოთხი პოლიტიკოსი ბრიუსელში რჩებიან.

როგორც პუიჩდემონი აცხადებს, ის ესპანეთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. კატალონიის ყოფილი ლიდერი მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა და მომავალი ესპანეთის გადასაწყვეტი არ არის.

ბელგიის ფედერალურ პროკურორს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი აქვს. პუიჩდემონის ბელგიელი ადვოკატი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელგიის სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

"პუიჩდემონი დამალვას არ აპირებს. ის წავა სასამართლოში და ჩვენ პუიჩდემონის ინტერესებს დავიცავთ”,-აცხადებს კატალონიის ყოფილი ლიდერის ადვოკატი პოლ ბეკარტი.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელ
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლებ
წაკითხვა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი  მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონისა და ბელგიაში მასთან ერთად მყოფი მინისტრთა კაბინე
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი 21 დეკემბერს
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონის მომხრეები ბრიუსელში, ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ - ფოტო/ვიდეო
კარლეს პუიჩდემონის მომხრეები ბრიუსელში, ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ - ფოტო/ვიდეო
ამ წუთებში ბრიუსელში, ევროპული საბჭოსთან,
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონის სასამართლო დადგენილების მოლოდინშია
კარლეს პუიჩდემონის სასამართლო დადგენილების მოლოდინშია
ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონის მის დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლო დადგენილების მოლოდინშია. 
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონა
წაკითხვა