საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3396

კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია

თათია ტაბეშაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 08:41:00

მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ დედაქალაქის არჩეულმა მერმა მეტროსადგურ "გურამიშვილზე" მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. 

მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძველი ჭერის მოხსნას და ახლის დამონტაჟებას ითვალისწინებს. "გურამიშვილზე" სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობში მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდეს.

თუმცა, როგორც კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად დასრულების მიზნით, აღნიშნული მეტროსადგური ორი დღით დაიკეტება, ამის შესახებ კი მოსახლეობის ინფორმირება მერიის მიერ წინასწარ მოხდება.

პროექტის დასრულება "გურამიშვილის" მეტროსადგურში მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

"მძიმეა არსებული სიტუაცია, საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგადად ყველა მეტროსადგურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის მეტროსადგურების რეაბილიტაცია, არის ვაგონების რეაბილიტაციის აუცილებლობა, ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, საჰაეროები, სახანძრო, წყალსაქაჩები და ა.შ.

ამ ყველა მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კომპანიის დიზაინი მოვიყვანოთ ერთიან სისტემაში, არამხოლოდ მეტროსი. ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას",– განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის არჩეულმა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას მერის ამპლუაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ არაერთხელ იხილავენ.

"გურამიშვილამდე" კახა კალაძემ "რუსთაველიდან" მეტროთი იმგზავრა.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 56-კილომეტრიანი მონაკვეთი
წაკითხვა
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თბილისში ი
წაკითხვა
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა