საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
521

ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 11:04:00


ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა რეჟისორისთვის „საშიში დედა“ პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმიც, სწორედ ანა ურუშაძის ნამუშევარია. 

სულ ცოტა ხნის წინ ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი "საშიში დედა" ფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანა ურუშაძეს საუკეთესო რეჟისორული ხედვისთვის დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა.

დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. 

„საშიში დედა“ 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას - მას უწევს, არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს. 

„საშიში დედა“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და იგი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა