საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
459

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 11:06:00


2017 წლის იანვარი - ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6,430,824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,016,180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)

მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,042,907 შეადგინა, რაც 665,327-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +28%).

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.8%), სომხეთიდან (+15.8%), რუსეთიდან (+33.3%), თურქეთიდან (-4.1%) და ირანიდან (+122.8%) შედგა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ოქტომბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +40%, ავსტრია +36.8%, ნიდერლანდები +34.6%, საფრანგეთი +30.4% და გერმანია +29.1%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +171.5%, ქუვეითი +150.3%, ირანი +122.8%, კორეის რესპუბლიკა +88.1%, უზბეკეთი +75.4%, ინდოეთი +70% და ჩინეთი +56.9%

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 607,989 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 80,094-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.2%)-ია. 

ოქტომბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 259,313 შეადგინა, რაც 43,118-ით მეტია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +19.9%).

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  2017 წლის პირველი და მეორე კვარტლების ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615) დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +11.1%-ია. 2017 წლის პირველი და მეორე კვარტლების ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.9%. 2017 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,653,855 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +38.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თოვლში ჩარჩენილი ტურისტები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს
თოვლში ჩარჩენილი ტურისტები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს
შსს-ს მაშველებმა და პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრც
წაკითხვა
ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 28.8%-ით გაიზარდა - ტურისტული სეზონი მთავრობის ადმინისტრაციაში შეაფასეს
ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 28.8%-ით გაიზარდა - ტურისტული სეზონი მთავრობის ადმინისტრაციაში შეაფასეს
ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 28.8%-ით გ
წაკითხვა
სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 24.8%-ით გაიზარდა
სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 24.8%-ით გაიზარდა
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართვ
წაკითხვა
ამსტერდამის მთავრობა ტურისტებისთვის გადასახადის გაზრდას გეგმავს
ამსტერდამის მთავრობა ტურისტებისთვის გადასახადის გაზრდას გეგმავს
ამსტერდამის მთავრობა ტურისტებისთვის გადასახადის გაზრდას გეგმავს. ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, თითოეული უცხოელი ვიზიტორი ქალაქში ერთი ღამით
წაკითხვა
ეკონომიკის სამინისტრო - ტურისტთა რეკორდული რაოდენობა აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა
ეკონომიკის სამინისტრო - ტურისტთა რეკორდული რაოდენობა აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა
2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449
წაკითხვა
მიგრანტების კრიზისი ევროპაში - რა ვითარებაა ესპანეთში
მიგრანტების კრიზისი ევროპაში - რა ვითარებაა ესპანეთში
არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი ესპანეთში. 2016 წელთან შედარებით მაჩვენებელი გასამმაგებულია. 
წაკითხვა
საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა - რა ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ
საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა - რა ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ
საქართველოში აბორტების რაოდენობა შემცირდა. საქსტატის ცნობით, 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა. &l
წაკითხვა
სვანეთში გერმანელ ტურისტებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
სვანეთში გერმანელ ტურისტებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
სვანეთში გერმანელ ტურისტებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მესტიის გამგებლის ცნობით, მათი კვალი პირველ აგვისტოს დაიკარგა. 
წაკითხვა