საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
432

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა

მარიამ ბერძენიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 12:31:00

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზეც: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (1,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფეხსაცმელზე (12,0 პროცენტი) და ტანსაცმელზე (3,6 პროცენტი).

მათივე ინფორმაცით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,6 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2 პროცენტი).

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
რატომ იზრდება სამომხმარებლო ფასები. 2018
წაკითხვა
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,4%-ამდე გაიზარდა
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,4%-ამდე გაიზარდა
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,4 პროცენტამდე გაიზარდა. ფასების საერთო ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სასურსათო პროდუქტის გაძვირებამ მოახდინა.<
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთო
წაკითხვა
საქსტატის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა
საქსტატის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა
2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკ
წაკითხვა
ლარი კვლავ გაუფასურდა
ლარი კვლავ გაუფასურდა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც
წაკითხვა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ერთი დოლარი 2 ლარი და 63 თეთრი ღირს. სავალუტო ჯიხურებში და ბლუმბერგის პლატფორმაზე, ეროვნული ვ
წაკითხვა
საქსტატი - სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო
საქსტატი - სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5 პროცენტი იყო. შესაბამისად, მე
წაკითხვა
ლარი კვლავ გაუფასურდა
ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს. გუშინდელთან შედარებით ლარი კიდევ ორი თეთრით გაუფას
წაკითხვა