საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
504

დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 12:40:00

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება.

როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, ბიუჯეტის პროექტით პენსია არ იზრდება და სოციალური დახმარება არ მატულობს. 

"ეს არის ბიუჯეტი, რომელიც სოფლის მოსახლეობას არ ეხმარება, რადგან ფაროსანათი მიყენებული ზარალის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გაზრდილი ფასებისგან და უმუშევრობისგან ვერ დაგვიცავს, რადგან გადასახადების კლება გათვალისწინებული არ არის. პრაქტიკულად, ბიუჯეტი დაბალანსებულია ორმილიარდიანი შიდა და გარე ვალით, რომელსაც საქართველო ორი წლის განმავლობაში აიღებს. აქედან გამომდინარე, ამ ბიუჯეტს უმცირესობის მხარდაჭერა ვერ ექნება", - აღნიშნა ბაქრაძემ. 

უმცირესობის ლიდერის თქმით, ბიუჯეტის პროექტით, პენსია არ იზრდება, რაც მთავრობის პოლიტიკური არჩევანია.

"ბიუჯეტში საკმარისი ფულია, რომ ბევრი პროგრამა დაფინანსდეს, რომელიც რეალურად გადაყრილი ფულია. წლის განმავლობაში, კახეთში სამხარეო პროკურორმა პრემია 23 ჯერ აიღო და ამის ფონზე თანხა არ არსებობს იმისათვის, რომ პენსია გაიზარდოს, რაც მთავრობის პოლიტიკური არჩევანია, რადგან მას საზოგადოების გაჭირვებული ფენა არ აწუხებს. პრობლემაა არ უფულობა, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობა", - განაცხადა ბაქრაძემ. 

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა