საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
925

ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]

გამოქვეყნებულია 2017-11-03 13:15:00


საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი REGELE FERDINAND და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 2 ხომალდი ეწვევა.

ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს.

დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს.

ვიცე-ადმირალს საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება.

დელეგაციის წევრები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევიან.

გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი; საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისი და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაური ჯასთინ ჰეინისი.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

SNMCMG2 ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.









ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში რჩება
ექსკურსიის დროს დაშავებული სამი მოზარდი რჩება ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით
წაკითხვა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც თვითნებურად შეჭრილი მოსახლეობა ცხოვრობს, ბოლქვაძეების ფიცრულს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავი
წაკითხვა
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ​CNBC-ის ეთერში ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებაზე ისაუბრა
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ​CNBC-ის ეთერში ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებაზე ისაუბრა
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ამერიკული ტელეკომპანია „სი-ენ-ბი-სის“ (CNBC) 
წაკითხვა
ბათუმის საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვა დაიწყო
ბათუმის საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვა დაიწყო
ცხრა საჩივარი დაიწერა კენჭისყრის დღეს ბათუმის საარჩევნო ოლქში. მათი განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვე
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურასთან“ წააგო და მდგომარეობა გაირთულა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურასთან“ წააგო და მდგომარეობა გაირთულა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს
წაკითხვა
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია
ბათუმში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.
წაკითხვა