საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
552

დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა

გამოქვეყნებულია 2017-11-03 13:33:00

ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამციროს თითოეული ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

„ბოლო დღეებში, ერთ-ერთი მთავარი თემაა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ,  ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა - სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო, ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლის ხელშესახები შემცირება, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ლარიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება გაზრდის ლარიზაციის მაჩვენებელს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთო
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა
მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა 
წაკითხვა