საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
567

გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

გამოქვეყნებულია 2017-11-03 14:15:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს  ულოცავს. 

"ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.

უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები, ხელშეკრულებები - ყველა ამ წარმატებაში  განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა.

ჩვენ შევძელით, საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, არამედ ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციით აღჭურვილი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხალხებს, რეგიონებსა და კონტინენტებს. 

ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია დღეს ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის რუსეთის ფედერაციაა. ამ მძიმე პაექრობაში ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ: კონსოლიდირებული ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სრულიად ჩაიშალა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გეგმა და ერთმნიშვნელოვნად შეუქცევადი გახდა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება გაერო-ში დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო და ღირსეული დაბრუნების  შესახებ რეზოლუციის მომხრე სახელმწიფოთა  რაოდენობა. 

ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კვლავაც გრძელდება. დეოკუპაცია, ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სამშობლოს გაძლიერება და კეთილდღეობა ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა. 

სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელს, რომელმაც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ნათლად გამოკვეთა ჩვენი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ღირებულებები და ევროპული ვექტორი.

ჩვენ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც მრავალი გამარჯვებას ვიზეიმებთ. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნას ერთიან, ძლიერ, ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოში. კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ესტონელები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დასახლდნენ, ასე შეიქმნა სოფელი „ესტონკა“, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
გიორგი მარგველაშვილი - ესტონელები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დასახლდნენ, ასე შეიქმნა სოფელი „ესტონკა“, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გე
წაკითხვა
გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის
გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას
საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ერ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორი მგონია
კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორი მგონია
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კა
წაკითხვა