საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2831

„რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება“ - მიკაელ კადიევი ქართველ ხალხს თანადგომას სთხოვს

თამარ პატატიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 14:31:00


მიკაელ კადიევი ქართველი ხალხისგან თანადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ რუსეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კადიევის თქმით, მას გააჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

„მივმართავ ქართველ ხალხს, რადგან მე აქ უკვე დავკარგე ყველა ინსტანციის იმედი. აპირებენ ჩემს გაგზავნას და დაპატიმრებას რუსეთში, მაგრამ მე გამაჩნია მტკიცებულებები, რომ უდანაშაულო ვარ. რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება. ამ წლის განმავლობაში რუსეთის ციხეებში გაურკვეველი სიკვდილით  19 მუსულმანი ჩრდილოკავკასიელი გარდაიცვალა. მეც იგივე მელოდება, ამიტომ მივმართავ ქართველს ხალხს, რომ მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაში აღარ მოხდება ჩემი ექსტრადირება რუსეთში”, - აცხადებს მიკაელ კადიევი. 

აღნიშნული განცხადება კადიევმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან ნუგზარ წიკლაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. წიკლაურის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა დაუშვებლად მიიჩნევს კადიევის რუსეთისთვის გადაცემას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცენ კადიევი რუსეთს. 

მიკაელ კადიევის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. სამინისტროს უარი კადიევმა სასამართლოში გაასაჩივრა და დავა წააგო. 

რუსეთის პროკურატურა კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც 2009 წელს მოხდა. ბრალდებული აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. 2013 წელს კადიევი საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თუმცა, ტერორიზმის ნაწილში ბრალი მალევე მოუხსნეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა