საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
920

უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 15:06:00

უკრაინაში ჩრდილოდონეცკის საქალაქო საბჭოში “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი სერგეი სამარსკი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

2 ნოემბრის საღამოს, ლუგანსკის ოლქის ჩრდილოდონეცკის პოლიციის განყოფილებაში შევიდა დეპუტატის მეუღლის ირინა სამარსკაიას შეტყობინება, რომელმაც მეუღლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. 

სამარსკის საძებნად პოლიციის რაზმი გაგზავნეს, რომელმაც დეპუტატის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინა. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. სამართალდამცავების ცნობით, პოლიტიკოსს თავის ქალა აქვს გატეხილი. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი, კინოლოგები და ექსპერტი-კრიმინალისტები მუშაობენ.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის ძირითადი დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, არ არის გამორიცხული ძარცვის მიზნით თავდასხმა, ასევე სამარსკის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული ვერსიები.

როგორც ტელეკომპანია 112-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ირინა ვერიგინამ განაცხადა, სერგეი სამარსკის ემუქრებოდნენ.

„სერგეიმ წარსულში არაერთი მუქარა მიიღო, თუმცა, როგორც ვიცი, მას დაცვა არ ჰყავდა“, - განაცხადა ვერიგინა. 

ყოფილი გუბერნატორის თქმით, სამარსკის 2014 წელსაც დაესხნენ თავს.

„2014 წელს ის გაიტაცეს. აწამეს, მისი განადგურება სცადეს. ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სარდაფებში იმყოფებოდა, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა“, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. პაველ კლიმკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დ
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო
უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველ
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავამ, შესაძლოა, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს
გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავამ, შესაძლოა, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში - პროცედურები დაწყებულია. 
წაკითხვა