საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1228

პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-03 16:55:00

აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაული აქვთ ჩადენილი, საზღვარგარეთ მგზავრობისას  ახალი პასპორტის გამოყენება მოუწევთ. პასპორტში აღნიშნული იქნება მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი რეგისტრირებული პირების ახლანდელი პასპორტები გაუქმდება და მათ ახალი პასპორტების აღება მოუწევთ, სადაც მათი სტატუსი იქნება იდენტიფიცირებული.

საბუთის ყდის უკანა მხარეს იქნება დატანილი შემდეგი ტექსტი: „მფლობელი დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში“.

აღნიშნულ რეგულაციას “მეგანის საერთაშორისო კანონი“ ითვალისწინებს, რომელსაც 2016 წლის 8 თებევრალს ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი.

კანონს შვიდი წლის მეგან კანკას სახელი ეწოდა. ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საზარელი მკვლელობა ნიუ-ჯერსიში 1994 წელს მოხდა. გახმაურებული საქმის შემდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული პირების მონაცემთა ბაზა შეიქმნა.

 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამ
წაკითხვა