საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
578

არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა

გამოქვეყნებულია 2017-11-03 21:52:00

შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს მთელს გუნდს მადლობა გადაუხადა.

თალაკვაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შენიშვნების საკმაოდ დიდი ნაწილი გათვალისწინებულია იმ რედაქციაში, რომელიც ფინანსთა მინისტრმა დღეს წარადგინა. 

„შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ბიუჯეტში მომავალს ხედავს თითოეული ადამიანი, პროფესიონალი, ფინანსისტი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ამას ხედავენ ინვესტორები, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ეს მაჩვენებელი კი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე უფრო მეტია. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი დეფიციტის კუთხით აქვს დაგეგმილი, სულაც არ არის საგანგაშო, ვინაიდან თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური მაჩვენებელია.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არის ძალიან დაბალანსებული და ამყარებს სამართლიან ურთიერთობას ხარჯებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და სამომავლო ინვესტიციებს შორის, ეს ბიუჯეტი არის მომავალზე ორიენტირებული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი წუხილის მიუხედავად, მმართველი ძალისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა სულ ახლახან ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა. „მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის არქიტექტურა არის შესაბამისობაში მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმასთან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება, მთავრობა ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას“, - განაცხადა გამოსვლის დასასრულს არჩილ თალაკვაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის  განხილვას იწყებს. 
წაკითხვა
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
პარლამენტი საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გადამუშავებული პროექტი განიხილეს. 
წაკითხვა