საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
578

სუს-ის ორგანიზებით ქბრბ უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია 2017-11-04 10:43:00


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით ჩატარდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის და იტალიის ელჩები, ასევე ევროკავშირის დელეგაციის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის, იაპონიის, ჩეხეთის, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ერთობლივად განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შედეგები, ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციულ-ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. 

ალექსანდრე ტაბატაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით და შეიტანოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთ ერთი საუკეთესო ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სტაბილურობის ინსტრუმენტის წევრ ქვეყანათა შორის.

“ძალიან ინფორმაციული კონფერენცია იყო და საგრძნობლად აამაღლა საქართველოს პროფილი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთ ერთი საუკეთესო ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სტაბილურობის ინსტრუმენტის წევრ ქვეყანათა შორის. 

საფრანგეთს აქვს ძალიან მტკიცე ურთიერთობა საქართველოსთან და აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით . ამ მხრივ შემიძლია ვთქვა,რომ საქართველო და საფრანგეთი მხარდამხარ არიან. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობით“-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმა განაცხადა, რომ საქართველოს დიდი წვლილი აქვს საერთაშორისო თანამშრომლობი მიმართულებით.

„საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. მე ნამდვილად მინდა, რომ მივულოცო ქართველებს იმისთვის,რაც მათ უკვე გააკეთეს, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. თქვენ ძალიან აქტიურები იყავით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანზაცებთან თანამშრომლობისას. დღეს თქვეს, რომ ამ საფრთხეებს არ აქვს ეროვნული საზღვრები და ეს ნამდვილად ასეა. საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს დიდი წვლილი აქვს ამ მიმართულებით“-განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის და განვითარების განყოფილების უფროსის, ვინსენტ რეის თქმით,საქართველოს წინსვლას მოწმობს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის წარმომადგენლობის მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური სამდივნო არსებობს და ერთ- ერთი მათგანი საქართველოშია.

„საქართველოს წამყვანი ქვეყანაა ჩვენს ერთობლივ თანამშრომლობაში. მსოფლიოს მასშტაბით არსებობს მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური სამდივნო და ერთ ერთი მათგანი სწორედ საქართველოშია, რომელიც ფარავს არა მხოლოდ თქვენს ქვეყანას, არამედ რეგიონის უფრო ფართო არეალს შუა აღმოსავლეთამდე, რაც მოწმობს საქართველოს წინსვლას. ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ იმისთვის, რომ განვავითაროთ ქვეყნის ექსპერტული გამოცდილება რათა გახდეს ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა მხარდაჭერით უზრუნველყოფის კუთხით“ - განაცხადა ვინსენტ რეიმ.

საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მიმდინარე წელს დაგეგმილ გლობალური პარტნიორობის შეხვედრაზე და ამ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უნდა აღნიშნიშნოს საქართველოს ძალისხმევა ქბრბ სტრატეგიის ჩამოყალიბების და ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით. დღევანდელი შეხვედრა ნათლად წარმოაჩენს უწყებათაშორის მიდგომას და საერთაშორისო თანამშრომლობას რადგან წარმოდგენილია საქართველოს მთელი რიგი სამინისტრო და უწყება და ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ ყოველთვის ჩართული ვართ ქბრბ უსაფრთხოების პროცესში. წელს ჩვენ ვართ G7-ის და გლობალური პარტნორობის განხორციელების თავმჯდომარე ქვეყანა და 15-17 ნოემბერს რომში ვაპირებთ, გავმართოთ გლობალური პარტნიორობის შეხვედრა, მიმდინარე წლის დასკვნითი შეხვედრა და ეს იქნება ყველაზე ღირებული შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარადგინოს გეგმა და მიმოიხილოს ყველა პროგრამა იმისთვის,რომ დონორებმა შეისწავლონ ფინანურად სხვადასხვა მიმართულებებით“- განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

ღონისძიებას მოდერირება გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის „ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირებისა და უსაფრთხო მმართველობის“ პროგრამის ხელმძღვანელმა გაუწია. ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ასპარეზზე და მისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მოწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ გააგრძელონ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციულ-ბირთვული და სხვა გლობალური საფრთხეების შემცირების მიზნით. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა
წაკითხვა
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს. 
წაკითხვა
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე იმსჯელეს პროკურატურაში გამართულ კონფერენციაზე. 
წაკითხვა
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ -  ყოველწლიური კონფერენცია თბილისში
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ - ყოველწლიური კონფერენცია თბილისში
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვი
წაკითხვა
საოკუპაციო ძალებმა ახმაჯთან ორი ადამიანი დააკავეს
საოკუპაციო ძალებმა ახმაჯთან ორი ადამიანი დააკავეს
ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, ოკუ
წაკითხვა
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა.
წაკითხვა
საერთაშორისო კონფერენცია
საერთაშორისო კონფერენცია "სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალქო უფლებები, გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია "სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალქო უფლე
წაკითხვა