საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
808

დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-04 10:45:00


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11-დღიანი აზიური ტურნე დაიწყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზიაში თითქმის ორკვირიან ტურნეს მართავს - იუწყება NBC.

იაპონია, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და ჩინეთი - ეს იმ ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც დონალდ ტრამპი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩავა. აზიური ტურნე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰავაიზე მდებარე პერლ ჰარბორის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. პერლ ჰარბორში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა 1941 წელს იაპონიის ავიაციის სამიზნედ იქცა, რასაც 65 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აზიური ტურნეს ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხე იქნება. ფხენიანის ბირთვულ ამბიციებს ტრამპი როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ჩინეთის ხელისუფლებასთან აუდიენციისას განიხილავს.

პირველი ქვეყანა აზიური ტურნეს ფარგლებში, რომელსაც ტრამპი ეწვევა, იაპონიაა. 7 ნოემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ჩავა, საიდანაც იგი ჩინეთში გაემგზავრება. სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, მომდევნო დანიშნულების ადგილი ვიეტნამია, სადაც ტრამპი აზია–წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. საერთაშორისო მედიაში არსებობს მოლოდინი, რომ ამ სამიტზე ტრამპი ვლადიმერ პუტინს მეორედ შეხვდება. პირველად მათი შეხვედრა 2017 წლის 7 ივლისს, ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ვიეტნამიდან დონალდ ტრამპი მანილასა და ფილიპინებს ეწვევა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზიური ტურნე 13 ნოემბერს ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრით დასრულდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შე
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა