საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1213

საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს

გამოქვეყნებულია 2017-11-04 11:16:00


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებად გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი წარადგინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მდივნის მიროსლავ ლაიჩაკის წერილშია საუბარი. 

„პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებად დავნიშნე გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბის იმისათვის, რომ დათანხმდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამოხატავთ მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას. მჯერა, რომ მომავალი მოლაპარაკებები აგებული იქნება 69-ე, 70-ე და 71-ე სესიებზე მიღწეულ პროგრესზე და მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის განვითარებას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, მე, როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გავაგრძელებ ამ პროცესში აქტიურ ჩართულობას თანათავმჯდომარეების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს მიროსლავ ლაიჩაკი.

საგარეო უწყების ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მთავრობათაშორისი მოლაპარაკების თანათავმჯდომარედ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნა წარმოადგენს საქართველოს კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო არენაზე. 

„ეს არის უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო ფუნქცია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროცესი  აქტუალურია  საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაზეც აქტიურად საუბრობენ როგორც გაერო-ს წევრი ქვეყნები, ისე გაერო-ს ახლადარჩეული გენერალური მდივანი. საქართველო თავის მხრივ უკვე ჩართულია ამ პროცესებში. მიმდინარე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე ისეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის რეფორმის პროცესთან, მათ შორის საქართველო აქტიურია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეფექტურობის გაზრდის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებებში“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

საგარეო უწყების ცნობით, უშიშროების საბჭოს რეფორმაზე მოლაპარაკებები გენერალურ ასამბლეაში 1993 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების სახე მას 2008 წლიდან მიეცა. მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების მთავარი ელემენტებია - წევრობის კატეგორიები, რეგიონალური გადანაწილება, გაფართოებული უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობა, მუშაობის მეთოდიკა, ვეტოს საკითხი, ასევე თანამშრომლობა საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის. აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესი გრძელვადიანია, თუმცა ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ახალი გამოწვევების, საფრთხეებისა და დღეს არსებული რეალობის ჯეროვნად ასახვისთვის უშიშროების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. თანათავმჯდომარის როლია საკითხზე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების წარმართვა და წევრ სახელმწიფოთა პოზიციების შეჯერება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე მსჯელობა გრძელდება. ამჯერად ნილ სკოტი ჟურნალისტებს შეხვ
წაკითხვა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ 2017 წლი
წაკითხვა
მარია ზახაროვა - რუსეთის მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს
მარია ზახაროვა - რუსეთის მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის მთავრობა
წაკითხვა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა.
წაკითხვა
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაშ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მ
წაკითხვა