საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
553

ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია 2017-11-04 16:23:00


ქართველი პარა-ფრენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. შეხვედრები 4-12 ნოემბერს გაიმართება და მასში 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ.

 საქართველოს ნაკრები პარა-ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული  ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. 

სპორტსმენებს გამგზავრების წინ წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა უსურვა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი