საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
905

გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-04 15:56:00

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციაში 31 საჩივარია შესული, საიდანაც ერთი უკვე დადასტურდა, 14 საქმეზე კი, გამოძიება დაიწყო. მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ედავებიან. ძირითადად კი, ეს ორგანიზაციის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ სუდანში, კონგოსა და განაში დევნილების საკითხებზე მუშაობენ. კერძოდ, ადანაშაულებენ გაერო-ს დევნილთა საქმეთა უმაღლესი კომისიის 15 და სამშვიდობო მისიის სამხედრო პერსონალის 12 თანამშრომელს. გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯამში, ძალადობის შესაძლო მსხვერპლთა რიცხვი ასეთია - 24 ქალი და 6 არასრულწლოვანი გოგონა.

Associated Press-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 12 წლის განმავლობაში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის წევრების მხრიდან გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის 12 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი, არასრულწლოვნები არიან.

სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ მონაცემთა შეგროვების ახალი სისტემა გაერო-მ 2017 წელს აამოქმედა, რის შემდეგაც, ორგანიზაციაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საჩივრების რიცხვმა იმატა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუ
წაკითხვა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
ნილ სკოტმა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა
გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებზე მსჯელობა გრძელდება. ამჯერად ნილ სკოტი ჟურნალისტებს შეხვ
წაკითხვა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები - 2017 წლის აპრილში სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა
გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ 2017 წლი
წაკითხვა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის თემაზე მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიმართა.
წაკითხვა
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთი წინააღმდეგია, გაერო-მ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი გამოიძიოს
რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაშ
წაკითხვა