საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1014

დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-04 17:56:00

კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებობას იკავებდა, რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტს ადასტურებს. საგარეო პოლიტიკის მიმართულების მრჩეველი აღნიშნავს, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერს, არკადი დვორკოვიჩს 2016 წლის ივლისში, მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრა ზოგადი ხასიათის იყო.

„ეს იყო არაფერი მეტი, ვიდრე მისალმებების გაცვლა საჯარო ღონისძიებაზე“ - აღნიშნავს პეიჯი, რომელიც აქამდე ამტკიცებდა, რომ რუსეთში ყოფნისას მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენს ესაუბრა, რომლებსაც დიდი ხანია, იცნობდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც უარყოფდა.

მოსკოვში ტრამპის საგარეო მრჩეველის შარშანდელმა ვიზიტმა მედიაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პეიჯი მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის ხედვებთან ახლო მიდგომებს გამოხატავდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტის სხდომაზე ის წერილიც გაასაჯაროეს, რომელიც პეიჯმა ტრამპის ყოფილ მრჩეველს და ახლა უკვე აშშ-ის იუსტიციის მინისტრს მოსკოვური შთაბეჭდილებების შესახებაც მიწერა, თუმცა მედიისთვის მისი შინაარსი უცნობია.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რუსეთის ხელისუფლების შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება დაიწყო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამ
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 
წაკითხვა
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
მონტენეგროში სახელმწი
წაკითხვა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან  არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატო რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა და არ სურს ახალი ცი
წაკითხვა
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს. 
წაკითხვა