საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
11869

საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია

გამოქვეყნებულია 2017-11-04 19:38:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი მიმართვას ავრცელებს და ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.

როგორც ელჩი აცხადებს, აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე, ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე.

„მომავალი კვირისთვის ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაშიც იქნება დროული“, - აცხადებს ელჩი. 

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. 

„ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს“, - აცხადებს იოსებ ნანობაშვილი. ​

მისივე თქმით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან მუდმივ დიალოგშია შემდეგ საკითხებზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი; არ იყოს დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.






ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა
2017 წლის 2 ნოემბრიდან, საბერძნეთში, ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სრულფასოვნად ამოქმედდა საქართ
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმა
წაკითხვა
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ
საბერძნეთში მედიის წარმომადგენლები გაიფიცნენ. ქვეყნის წამყვანი პროფკავშირების განცხადებით, გაფიცვა 48 საათს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას
წაკითხვა
საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს
საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს
საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kalitheaonline ავრცელებს.
წაკითხვა
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი 24 საათით გაიფიცა
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი 24 საათით გაიფიცა
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად 24 საათით გაიფიცა.
წაკითხვა
საგარეო უწყება მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით საქართველოში საბერძნეთის ტრანზიტით გადაკვეთით ბრუნდებიან
საგარეო უწყება მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით საქართველოში საბერძნეთის ტრანზიტით გადაკვეთით ბრუნდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით საქართველოში ს
წაკითხვა
საბერძნეთის ნაკრები „ევრობასკეტის“ მეოთხედფინალშია
საბერძნეთის ნაკრები „ევრობასკეტის“ მეოთხედფინალშია
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ლიტვის ნა
წაკითხვა
დღეს 22:00 საათზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდება
დღეს 22:00 საათზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ათენში „აკროპოლისის თასზე“ პირველ შეხვედრას საბერძნეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. <
წაკითხვა