საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1273

აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-04 21:08:00

აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური გალაქტიკა, რომელიც თავის საიდუმლოებებს უმხელს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტისა და სუინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს.  

გალაქტიკა სახელად A1689B11 უკვე 11 მილიარდი წელიწადია არსებობს; დაიბადა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 2,6 მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც სამყარო ამჟამინდელ ასაკზე ხუთჯერ ახალგაზრდა იყო. სწორედ ესაა მიზეზი, რომ უძველესი სპირალური გალაქტიკა ახლაღა აღმოვაჩინეთ. 

იმისათვის, რათა ამ გალაქტიკის სპირალური ბუნება დაემტკიცებინათ, მკვლევრებმა გამოიყენეს გრავიტაციული ლინზირების მეთოდი და ჰავაიზე განთავსებული ჯემინის ჩრდილოეთ ტელესკოპის თითქმის-ინფრაწითელი ინტეგრალური ველის სპექტროგრაფის უმძლავრესი ინსტრუმენტები.  

გრავიტაციული ლინზირება უდიდესი ბუნებრივი ტელესკოპია, რომელსაც წარმოქმნის ათასობით გალაქტიკისა და ბნელი მატერიისაგან შედგენილი მასიური გროვები. ეს გროვები ადიდებს და აუმჯობესებს მათ უკან მდებარე გალაქტიკათა შუქს, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ლინზა, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით. 

„ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ უძველესი გალაქტიკები მაღალ რეზოლუციაში, უპრეცედენტო დეტალებში“, — ამბობს კვლევის ავტორი, სუინბარნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომი ტიანტიან იუანი. 

„შესაძლებლობა გვაქვს დავბრუნდეთ წარსულში, 11 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდში და პირდაპირ დავესწროთ გალაქტიკის პირველი, პრიმიტიული სპირალური მკლავების წარმოქმნას“. 

„A1689B11-ის მსგავსი უძველესი სპირალების შესწავლა საკვანძო მომენტია, რათა ფარდა ავხადოთ საიდუმლოს, თუ როგორ და როდის იჩენს თავს ჰაბლის თანმიმდევრობა (გალაქტიკათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის სქემა, რომელიც 1926 წელს ედუინ ჰაბლმა შექმნა)“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორი რენიუ სენი. 

„სპირალური გალაქტიკები განსაკუთრებულად იშვიათია ადრეულ სამყაროში და ეს აღმოჩენა ახალ კარს გვიხსნის, რათა შევისწავლოთ თუ როგორ გადაიქცნენ გალაქტიკები ძლიერ ქაოტური, მგრგვინავი დისკოებიდან წყნარ, თხელ დისკოებად, როგორიც ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომიცაა“. 

დოქტორ იუანის თქმით, კვლევა ასევე აჩვენებს გალაქტიკა A1689B11-ის რამდენიმე გასაოცარ მახასიათებელს: 

„ამ გალაქტიკაში ვარსკვლავები 20-ჯერ უფრო სწრაფად იბადებიან, ვიდრე დღევანდელ გალაქტიკებში; ასე იყო ადრეული სამყაროს მსგავსი მასის მქონე სხვა ახალგაზრდა გალაქტიკებშიც. თუმცა, იმ დროის სხვა გალაქტიკებისგან განსხვავებით, A1689B11-ს აქვს ძალიან ცივი და თხელი დისკო, რომელიც მშვიდად, გასაოცრად მცირე ტურბულენტობით ბრუნავს. ამ ტიპის სპირალური გალაქტიკა აქამდე არასოდეს გვინახავს სამყაროს ადრეულ ეპოქაში“. 

მომზადებულია swinburne.edu.au-ს მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
როგორც ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომ
წაკითხვა