საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
769

ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 00:08:00

ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ ისეთ ვითარებაში, რომელიც ჰგავს იმ პერიოდს, რომელიც რაფიკ ჰარირის მკვლელობას უძღოდა წინ“, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.

ლიბანის ყოფილი პრემიერი, საად ჰარირის მამა, რაფიკ ჰარირი 2005 წლის თებერვალში შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ტერაქტს ემსხვერპლა.

საად ჰარირიმ ტელემიმართვისას ირანი და „ჰეზბოლა“ ლიბანზე კონტროლის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.

სააგნეტო Reuters-ის ინფორმაციით, საად ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიდან გააკეთა.

სუნიტმა საად ჰარირიმ ლიბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლის დეკემბერში პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე დაიკავა, რომლის შედეგად ლიბანის პრეზიდენტი ქრისტიანი-მარონიტი მიშელ აუნი გახდა. მიშელ აუნი მოძრაობა „ჰეზბოლას“ მოკავშირეა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე